მურატ ილდიმირისა და თბილისის მერის მრჩევლის მეგობრობის ამბავი

მურატ ილდიმირისა და თბილისის მერის მრჩევლის მეგობრობის ამბავი

თურქი მსახიობი, მურატ ილდირიმი ქართველმა მაყურებელმა ეკრანზე გამოჩენისთანავე შეიყვარა. როგორც გაირკვა, საქართველოსთან თავადაც არანაკლები სიყვარული აკავშირებს. პირველად თბილისში 2 წლის წინ, ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად ჩამოვიდა. ცნობილია, რომ მურატი საკუთარი შემოსავლის დიდ ნაწილს ქველმოქმედებაში ხარჯავს და განსაკუთრებით მგრძნობიარე იმ ბავშვების მიმართაა, რომლებსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ. ის თბილისში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პატარების დასახმარებლად 4 ნოემბერს იმყოფებოდა, შემდეგ კი გურიაში, მეგობრის დედის დაკრძალვაზე წავიდა. მურატის ვიზიტის შესახებ მსახიობის მეგობარი, ნინელი ფუტკარაძე (თბილისის მერის მრჩეველი) გვიამბობს.

- მურატ ილდირიმი თბილისში 4 ნოემბერს, "წარმატებულ ქალთა კლუბის" მოწვევით იმყოფებოდა. ეს კლუბი ბრიუსელშია დაფუძნებული და "ევროპა-საქართველოს წარმატებულ ქალთა კლუბის" პრეზიდენტი ანა რეხვიაშვილი გახლავთ. მერიაში კავშირიდან - "მშობელთა ხიდი" (დღის ცენტრი, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს სპეციალური პროგრამით ასწავლიან) შემოვიდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პატარების წერილები, რომლის მიხედვითაც, ისინი მურატთან შეხვედრას ითხოვდნენ. ამ ბავშვებისთვის უკითხავთ: ყველაზე მეტად, რა გინდათო? უმრავლესობამ მსახიობთან შეხვედრა ითხოვა. ზოგიერთმა დაწერა: სერიალებს, რომლებშიც მურატი მონაწილეობს, მშობლებთან ერთად ვუყურებთ და გვსურს, მასთან ფოტო გადავიღოთო. მურატს დავუკავშირდი. ის ნიცაში, გადაღებაზე იმყოფებოდა. საერთოდ, ბავშვები ძალიან უყვარს, მაგრამ განსაკუთრებით მგრძნობიარეა იმ პატარების მიმართ, რომლებსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ. ქველმოქმედია, ძალიან კეთილი და დაუზარელი. მითხრა: როგორც კი საშუალება მექნება, საქართველოში ჩამოვალო. ამ ბავშვების წერილები ანა რეხვიაშვილს გადავეცი. მეც ამ კლუბის წევრი ვარ და ვთხოვე, - იქნებ მოწვევა ჩვენი კლუბის ეგიდით გავაკეთოთ-მეთქი. მერე ყველაფერი დავგეგმეთ და მსახიობის ვიზიტს ორგანიზება გავუკეთეთ. სწორედ ამ პერიოდში, ჩვენს მეგობარ ნინო მჟავანაძეს დედა გარდაეცვალა და მურატი გურიაში დაკრძალვაზე წამოვიდა. არც მე და არც მას არ გვინდოდა, ამის გაშუქება მომხდარიყო.GზაPრესს

- დამეთანხმებით, ამ ადამიანის მიმართ საქართველოში დიდი ინტერესია.

- მურატი ძალიან დიდი ადამიანი, საერთაშორისო მასშტაბის ქველმოქმედია. სწორედ ამ მისიით ახლახან საბერძნეთში იყო. ახლო მომავალში "წარმატებულ ქალთა კლუბის" ეგიდით, იგივენაირი ღონისძიება პრაღაში უნდა ჩატარდეს. ეს ერთგვარი მარათონივით იქნება. უკვე გითხარით, ეს კლუბი ბრიუსელშია დაფუძნებული, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის წარმატებული ქალები არიან გაერთიანებული და ერთ-ერთი რგოლი საქართველოშია. მურატი ჩეხეთში ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს შეხვდება.

- ქართველ ბავშვებთან შეხვედრა ემოციური იყო?

- ძალიან! მე ამ ბავშვებს "მზის შვილებს" ვეძახი. მათ მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრას, ძერწვას და სხვადასხვაგვარ ხელსაქმეს ასწავლიან. სპეციალურად მურატისადმი პატივისცემის ნიშნად, თურქული სიმღერა მოუმზადებიათ. წარმოდგენაში მურატიც ჩაერთო. ის არაჩვეულებრივი დრამერია და დაუკრა. ვიდრე აქ ჩამოვიდოდა, ბავშვებს სურვილები ჩამოვაწერინეთ. ილუსტრირებული წიგნები, სათამაშოები - ყველას სხვადასხვაგვარი ნივთი უნდოდა. თითოეული ბავშვისთვის გაკეთდა სპეციალური სასაჩუქრე პაკეტი, რომელზეც მათი სახელები და გვარები ეწერა. საჩუქრები მურატმა გადასცა და სასურველ ნივთებთან ერთად, მათ ერთი ბედნიერი და დაუვიწყარი დღე აჩუქა.

- მურატს შვილი ჰყავს?

- არა. მურატს ორი და და არაჩვეულებრივი მშობლები ჰყავს. უფროსი და გათხოვილია - 2 შვილის დედაა. საოცრად თბილი, პატიოსანი, კეთილშობილი და შეკრული ოჯახიდანაა. მისთვის მნიშვნელოვანი ფასეულობებია: ოჯახი, მეგობრობა, სიყვარული,

ქველმოქმედება... გარდა იმისა, რომ ის მართლა ძალიან დიდი მსახიობია, ბევრი კარგი თვისების მატარებელია. მსოფლიოს მასშტაბით 400 თუ 500 ფანკლუბი ჰყავს. ამერიკაში, ევროპისა და არაბეთის ქვეყნებში ყველგან პოპულარულია.

- საქართველოზე რას ამბობს?

- ძალიან უყვარს ჩვენი ქვეყანა და მოსწონს ჩვენი ტრადიციები. მას საოცარი შინაგანი თავისუფლების განცდა აქვს და პატივს სცემს იმ თვისებებს, რაც ღირსეულებისთვისაა დამახასაითებელი. ადამიანები ყველგან ერთნაირები არიან.

- გურიაში, ქელეხში მისი ნახვა ბევრს გაუკვირდებოდა.

- რა თქმა უნდა, მაგრამ გურულები ღირსეულად მოიქცნენ. მურატი არ შეუწუხებიათ. როდესაც დაკრძალვის რიტუალი დამთავრდა, სამახსოვრო ფოტოები მერე გადაიღეს.

- თქვენი გაცნობა და დამეგობრება როგორ მოხდა?

- მთავრობის კანცელარიაში ვმუშაობდი. ერთ დღეს ჩემთან დიტო ცინცაძის ფონდის წარმომადგენლები მოვიდნენ. მურატს საერთოდ არ ვიცნობდი. არ მაქვს იმდენი დრო, რომ სერიალებს ვუყურო. ამიხსნეს, ვინ იყო და მოვძებნე. ეს საკმაოდ რთული პროცესი გახლდათ და 4-5 თვე გავიდა, ვიდრე მასთან პირადად დაკონტაქტებას შევძლებდით. სააგენტოში გვეუბნებოდნენ, რომ ძალიან დაკავებული იყო და ჩვენთან შეხვედრას ვერ შეძლებდა. როდესაც გაიგო, რომ მოლაპარაკებები ბავშვებთან დაკავშირებული საკითხის გამო ხდებოდა და ლეიკემიით დაავადებულებს უნდა დახმარებოდა, ყველანაირი საქმე გადადო და მისთვის სრულიად უცხო ქვეყანაში გამოემგზავრა. ასე გავიცანით ერთმანეთი და მალევე დავმეგობრდით - ეს დაახლოებით 2 წლის წინ იყო. განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება