პარიზული ტერაქტები და ობამა-პუტინის არაფორმალური შეხვედრა - "დიდი ოცეულის" გამორჩეული მომენტები

პარიზული ტერაქტები და ობამა-პუტინის არაფორმალური შეხვედრა - "დიდი ოცეულის" გამორჩეული მომენტები

"დიდი ოცეულის" მორიგი სამიტი თურქეთის ქალაქ ანტალიაში 15 ნოემბერს ოფიციალურად გაიხსნა და ორ დღეს გაგრძელდა. სამიტზე თავი მოიყარეს მსოფლიო ლიდერებმა - აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა და სხვა ქვეყნების ლიდერებმა.

პარიზის 13-მა ნოემბერმა მთლიანად შეცვალა "დიდი ოცეულის" სამიტის დღის წესრიგიც. პარიზული ტერაქტები იყო ერთ-ერთი მთავარი თემა თურქეთში "დიდი ოცეულის" სამიტზე. მიუხედავად იმისა, რომ დიდი "ოცეულის" სამიტი ეკონომიკური ფორუმია, ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, სამიტის მთავარ თემად ტერორიზმი და უსაფრთხოების საკითხები იყო წამოწეული.

ანტალიაში მიმდინარე "დიდი ოცეულის" სამიტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პირისპირ გაისაუბრეს.

ორი ქვეყნის პრეზიდენტები სამიტის შესვენების დროს სასტუმროს მისაღებში, სავარძლებში, პირისპირ მოკალათდნენ და გარკვეული პერიოდის განმავლობაში საუბრობდნენ. მათ საუბარს მხოლოდ თარჯიმნები ესწრებოდნენ. არაფორმალური გასაუბრება დაახლოებით 20 წუთს გაგრძელდა.

სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ბარაკ ობამას საუბრის მთავარი თემა პარიზული ტერაქტები იყო:

"დიდი ოცეულის" სამიტი ტრადიციულად განიხილავს მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვან ეკონომიკურ საკითხებს ხოლმე, მაგრამ მსოფლიოს ცა დააბნელა საშინელმა თავდასხმებმა, რომელიც მოხდა პარიზში რამდენიმე დღის წინ. ეს იყო შეტევა არა მხოლოდ პარიზზე, არამედ ცივილიზებულ სამყაროზე. მე სოლიდარობას ვუცხადებ პრეზიდენტ ოლანდს და ფრანგ ხალხს და აღვუთქვამ დახმარებას დამნაშავეების დასჯაში".

იხილეთ ფოტოგალერეა

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა