მასწავლებელი, რომელმაც საბავშვო ბაღში ბავშვზე ძალადობა გადაიღო, გაათავისუფლეს

მასწავლებელი, რომელმაც საბავშვო ბაღში ბავშვზე ძალადობა გადაიღო, გაათავისუფლეს

ბათუმის #6 საბავშვო ბაღში ძიძის მიერ 4 წლის ბავშვისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე, ბაღების გაერთიანებამ მოკვლევა დაასრულა. პედაგოგი ნათია ცინცაძე, რომელმაც ძიძის მიერ ბავშვის შეურაცხყოფის ფაქტი ტელეფონით გადაიღო და დირექტორს წარუდგინა, დისციპლინურმა კომისიამ სამსახურიდან დაითხოვა.

ცინცაძე ამბობს, რომ ამ დროისთვის ის ავადმყოფობს და შესაბამისი სამედიცინო ცნობის საფუძველზე სამსახურში არ დადის. "მე, ალბათ, ამის შესახებ 27-ში მაცნობებენ, როცა გავალ სამსახურში", - ამბობს ბაღის აღმზრდელი ნათია ცინცაძე.

ბაღის აღმზრდელი ინციდენტის დღეს იხსენებს:

"სასწარფოდ ჩავედი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან, გურანდა გობაძესთან, რომელმაც მითხრა, რომ ფაქტი არ უნდა გამეხმაურებინა. გობაძემ იმ დღეს გამათავისუფლა და მითხრა, რომ დავმშვიდებულიყავი. როცა დავრწმუნდი, რომ გურანდა გობაძე არაფრის გაკეთებას არ აპირებდა, შვიდის ნახევარზე დავუკავშირდი ბაღების გაერთიანების დირექტორს ქალბატონ ზაირა ქაჯაიასთან ერთად. მან გვითხრა, რომ აქ არ არის ისეთი ფაქტი და ძალიან გთხოვთ დამშვიდდითო. იქედან პირდაპირ მერთან შევიტანე ეს ვიდეო. გიორგი ერმაკოვმა სასაცილო რამე მითხრა - რატომ არ გალახე ის ძიძაო", - ამბობს ნათია ცინცაძე.

ნათია ცინცაძის აპირებს დისციპლინური კომისიის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს.

იხილეთ ვრცლად

batumelebi.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა