ISIS-ის ქართველი მებრძოლი: "ვილაიეთ ჯორჯიას საქმეში საქაღალდე სქელდება"

ISIS-ის ქართველი მებრძოლი: "ვილაიეთ ჯორჯიას საქმეში საქაღალდე სქელდება"

დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ისლამურმა სახელმწიფომ" საქართველოს ტერიტორიაზე საკუთარი პროვინცია "გურჯისტანის ვილაიეთი" შექმნა. აღნიშნულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. "ვილაიეთი არ შექმნილა. ეს არის ტყუილი", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

გასულ წელს, სირიაში საბრძოლველად წასული თამაზ, იგივე ახმედ ჭაღალიძე აღნიშნულ ინფორმაციას "გურია ნიუსთან" ადასტურებს და ამბობს, რომ "ვილაიეთ ჯორჯიას საქმეში საქაღალდე სქელდება".

- რამ გაიძულა ISIS-ის მებრძოლი გამხდარიყავი?

- იძულება არაა. ისლამში გზა ჭეშმარიტებისა ნათლადაა გარჩეული ცდომილებისაგან და ნაბრძანებია, განვუდგეთ ტაღუთს (ეშმაკის მმართველობას) და ვიცხოვროთ. ესაა მთავარი მოტივი. დღეს არაფრად ვთვლი იმ ზეწოლებს, რაც რუსეთუმე ქოცებისაგან იყო, მაგრამ კარგად მახსოვს და ვილაიეთ ჯორჯიას საქმეში საქაღალდე სქელდება.

- უფრო მარტივად რომ გვითხრა, რას გულისხმობ?

- დღეს ჯიჰადია ჯვაროსნებისა და მასონების წინააღმდეგ, რომლებმაც ოსმალთა ხალიფატის მერე, ათობით მილიონი მუსლიმი დახოცეს და გარყვნილების კანონები მოახვიეს ხალხს.

- ხშირად ავრცელებ მუქარის შემცველ ვიდეოებს, ტექსტებს... წლების წინ, შენ "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ იბრძოდი, პოლიტიკაში მოსვლა გსურდა, აქციებზე დადიოდი... რა შეიცვალა, რა დაგიშავეს ადამიანებმა, უბრალო ქართველებმა, რა არ მოგწონს ხელისუფლების, რომლის შეცვლისთვისაც ბევრი ღამე ქუჩაში გაგითენებია?

- არა, ეს მუქარა არაა - ეს წინასწარი გაფრთხილების მცდელობაა. მუქარა უფრო სხვა რაღაცაა. უბრალო ქართველები? გამეცინა. უდანაშაულო არავინაა, რადგან რამდენი ასეული ქართველი იბრძოდა ერაყში? ავღანეთში? აფრიკის რეგიონში? ვინ გაასახლა მესხეთელი ქართველები მოგონილი ე.წ. თურქი-მესხობით? ვინ მოკლა ქისტები ღალატით? ვინ დახურა მეჩეთები? ყურანის სკოლები? ვინ გარყვნა აჭარა?

იხლეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა