რას ამბობს "ვილაიეთ ჯორჯიაზე" ჯიჰადისტი ჭაღალიძე, რომელიც საქართველოს ისევ ემუქრება

რას ამბობს "ვილაიეთ ჯორჯიაზე" ჯიჰადისტი ჭაღალიძე, რომელიც საქართველოს ისევ ემუქრება

საფრანგეთში მომხდარი მასობრივი ტერორისტული აქტების გამო, საზოგადოებაში ისევ გაჩნდა ფიქრი იმაზე, ემუქრება თუ არა საქართველოს მოჯაჰედთა თავდასხმები.

უახლოეს წარსულს თუ გადავხედავთ, საკმაოდ მწვავე მუქარის მიმართვები გაავრცელა ბათუმელმა თამაზ ჭაღალიძემ, ამჟამად აჰამად ჯურჯმა, რომელიც "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი მებრძოლია. ბოლო პერიოდში კი ცნობილი გახდა, რომ თამაზ ჭაღალიძეს ბიძა - სამუფთოს ყოფილი იმამი მურმან პაიჭაძე შეუერთდა, რომელიც თავის მიმართვაში "გურჯისტანის ვილაიეთის" შექმნაზეც ლაპარაკობს. "ეს პროცესი შეუქცევადია და ალლაჰის ნებით მოვალთ საქართველოშიც და დამყარდება სამყაროს გამჩენისა და ბატონ პატრონი უზენაესი ალლაჰის კანონები"- წერს აბუ ასია ალ-ჯუეჯი (მურმან პაიჭაძე).

"გურია ნიუსთან" თამაზ ჭაღალიძე აცხადებს: "ისლამში გზა ჭეშმარიტებისა ნათლადაა გარჩეული ცდომილებისაგან და ნაბრძანებია, განვუდგეთ ტაღუთს (ეშმაკის მმართველობას) და ვიცხოვროთ. ესაა მთავარი მოტივი; დღეს არაფრად ვთვლი იმ ზეწოლებს, რაც რუსეთუმე ქოცებისაგან იყო, მაგრამ კარგად მახსოვს და ვილაიეთ ჯორჯიას საქმეში საქაღალდე სქელდება".

ის ასევე კვლავინდებურად ემუქრება საქართველოს.

მიუხედავად მოჯაჰედის ამ განცხადებისა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური საზოგადოებას ამშვიდებს: "ვილაიეთი არ შექმნილა. ეს არის ტყუილი!"

ჩვენ გთავაზობთ თამაზ ახმად ჭაღალიძის "კვირის პალიტრუსთვის" მიცემული ინტერვიუებიდან ამონარიდებს:

- "5 წელი აქტიურად ვიბრძოდი მშვიდობიანი გზებით მუსლიმთა განვითარებაზე, მაგრამ როგორც ხედავთ, ამის გამო სამშობლოს დატოვება მომიხდა. რომ მოესმინათ, უკეთესი იქნებოდა. ახლა გლობალურად შეცვლილია ყველაფერი და ჩვენს წინაშე პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა. ვერ გადარჩებიან..."

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია