ე.წ. კანონიერი ქურდი ტარიელ ფოცხვერია შიმშილობის დაწყებას აპირებს

ე.წ. კანონიერი ქურდი ტარიელ ფოცხვერია შიმშილობის დაწყებას აპირებს

ე.წ. კანონიერი ქურდი ტარიელ ფოცხვერია უახლოეს დღეებში ეკა ბესელიასთან, უჩა ნანუაშვილთან და სხვა უფლებადამცველებთან შეხვედრას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შიმშილობის დაწყებით იმუქრება.

როგორც '"ინტრეპრესნიუსს" ფოცხვერიას ადვოკატებმა გაგი მოსიაშვილმა და მერაბ ჩიქოვანმა განუცხადეს, მსჯავრდებულის მოთხოვნაა, სახალხო დამცველი და ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ასევე სასჯელაღსრულების სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ერთობლივი კომისიის თავმჯდომარე ზაზა სოფრომაძე, პირადად გაეცნონ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას და ამის შემდეგ გააკეთონ ობიექტური შეფასება, მისი გათავისუფლების აუცილებლობის თაობაზე.

"თუ კი ისინი 3-4 დღის განმავლობაში არ მივლენ ტარიელ ფოცხვერიასთან კლინიკაში და არ გაეცნობიან მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ დოკუმენტაციას, მსჯავრდებული პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს და შიმშილობას დაიწყებს", - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

ადვოკატების განცხადებით, მას შემდეგ რაც სასჯელაღსრულების სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტმა ითხოვა მსჯავრდებულის ნებართვა - ჩატარდეს სამედიცინო დოკუმენტაციაზე ექსპერტიზა, ფოცხვერიამ თანხმობა განაცხადა.

"თუმცა იგი ექსპერტიზის დროულად ჩატარებას თანხმდება, რათა ლეტალური შედეგი არ დადგეს", - განაცხადა ადვოკატმა.

ფოცხვერიას ადვოკატებმა საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართეს და მოითხოვეს, რომ სასამართლოს გამოეცა აქტი, რომლის საფუძველზეც სასჯელაღსრულებისა და ჯანდაცვის სამინისტროების ერთობლივ კომისიას დაევალებოდა ფოცხვერიას სასჯელისგან გათავისუფლება. სასამართლომ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მუდმივმოქმედ კომისიას ფოცხვერიას გათავისუფლების საკითხის კანონით დადგენილ ვადაში განხილვა დაავალა.

ადვოკატების ინფორმაციით, მათ კომისიას ჯერ კიდევ 3 სექტემებრს მიმართეს, თუმცა განცხადებას რეაგირება არ მოჰყოლია.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია