სტივ ჯობსი: "სიმდიდრემ და აღიარებამ, რომლითაც ასე ვამაყობდი, სიკვდილის წინაშე ყველანაირი აზრი დაკარგეს"

სტივ ჯობსი: "სიმდიდრემ და აღიარებამ, რომლითაც ასე ვამაყობდი, სიკვდილის წინაშე ყველანაირი აზრი დაკარგეს"

ალბათ, ყველა თანხმდება იმაზე, რომ სტივ ჯობსი არ იყო მხოლოდ წარმატებული ბიზნესმენი, ის იყო ადამიანი, რომელმაც ეპოქა შეცვალა. ინტერნეტში გამოქვეყნდა მისი უკანასკნელი სიტყვები, რომლებიც მან პალატაში, სიკვდილის წინ წარმოთქვა.

"შევძელი და მსოფლიო ბიზნესის სიმაღლეები დავიპყარი. ბევრი თვლის, რომ ჩემი ცხოვრება წარმატების მაგალითია. ვაღიარებ, რომ სამუშაოს გარდა, მნიშვნელოვანი წარმატებები არ მქონია. და საერთოდ, სიმდიდრე – ეს მხოლოდ ცხოვრების ფაქტია, რომელსაც უბრალოდ მივეჩვიე. ახლა ვწევარ საავადმყოფოს პალატაში და ვიხსენებ ჩემს ცხოვრებას. სიმდიდრემ და აღიარებამ, რომლითაც ასე ვამაყობდი, სიკვდილის წინაშე ყველანაირი აზრი დაკარგეს. როდესაც სიბენელში მწვანე შუქს ვუყურებ, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აპარატიდან მოდის, მესმის მექანიკის ხმა, ვგრძნობ სიკვდილის მოახლოებას და ღმერთის სუნთქვას. როდესაც გვაქვს საკმარისი ფული, დროა დავფიქრდეთ სხვა საკითხებზე, რომლებიც სიმდიდრესთან კავშირში არ არის.

ცხოვრებაში უფრო მნიშვნელოვანი რაღაცები უნდა იყოს პრიორიტეტული, შესაძლოა, ვიღაცისთვის ეს არის ურთიერთობები, ხელოვნება ან ბავშვური ოცნებები.მუდმივი სწრაფვა იდეალურისკენ ადამიანს მარიონეტად აქცევს. მეც ეს დამემართა. ღმერთმა მოგვცა გრძნობის უნარი, რათა ახლობლებს სიყვარული ვაგრძნობინოთ და არა იმისთვის, რომ სიმდიდრეზე

შევიქმნათ ილუზიები. სიმდიდრე, რომელიც მე მოვიპოვე, თან ვერ მიმაქვს. ერთადერთი, რასაც წავიღებ, სიყვარულის გამომხატველი მოგონებებია.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს