"ჩემს შვილს სადისტურად მოექცნენ" - ტერორისტულ საქმიანობაში ბრალდებული დავით ბორჩაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება

"ჩემს შვილს სადისტურად მოექცნენ" - ტერორისტულ საქმიანობაში ბრალდებული დავით ბორჩაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება

ტერორისტული საქმიანობის ბრალდებით დაკავებული დავით ბორჩაშვილი ღუდუშაურის კლინიკაში მკურნალობას განაგრძობს. არსებული ინფორმაციით, ის კლინიკაში დილით შეიყვანეს. მედპერსონალის ინფორმაციით, დავით ბორჩაშვილის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მას დაზიანება მენჯ-ბარძაყის არეში აღენიშნება. ექიმის განმარტებით, ბორჩაშვილს რამდენიმე თვის წინ მიყენებული ჭრილობა დაუინფიცირდა.

[იხილეთ ვიდეო]

ღუდუშაურის კლინიკაში იმყოფებიან დაკავებული ბორჩაშვილის ახლობლებიც. დავით ბორჩაშვილის დედის, მედეა ბორჩაშვილის განცხადებით, მისი შვილი სამუშაოდ თურქეთში იყო წასული სამუშაოდ. რაც შეეხება იმას, იყო თუ არა ის სირიაში, ამის შესახებ მედეა ბორჩაშვილი ინფორმაციას არ ფლობს.

29 წლის დავით ბორჩაშვილი გამთენიისას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტიული ცენტრის თანამშრომლებმა დააკავეს. მას ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ედება, რაც გულისხმობს უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში ან უცხოეთის კონტორილისადმი დაქვემდებარებულ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას ან ტერორისტულ საქმიანობაში მის დახმარებას.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დავით ბორჩაშვილს 10-დან 18 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მედიაში ვრცელდება კადრები, სადაც სავარაუდოდ ტერორისტული საქმიანობის ბრალდებით დაკავებული დავით ბორჩაშვილი თანამებრძოლებთან ერთად ჩანს

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია