ოჯახს, რომელიც პროტესტის ნიშნად შვილს სოციალურ სააგენტოში ტოვებდა, დახმარება არ ექნება

ოჯახს, რომელიც პროტესტის ნიშნად შვილს სოციალურ სააგენტოში ტოვებდა, დახმარება არ ექნება

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალში მცხოვრები ბახტურიძეების ოჯახი, რომელიც დახმარების მოხსნის გამო, შვილის სოციალური მომსახურების სააგენტოში დატოვებით იმუქრებოდა, ისევ დახმარების გარეშე დარჩა.

როლანდ ბახტურიძის ოჯახმა დახმარების მოხსნა 23 ოქტომბერს გააპროტესტა და პირველი ჯგუფის ინვალიდი შვილი სააგენტოში მიიყვანა. ბახტურიძეები ამბობდნენ, რომ შემწეობას თუ არ აღუდგენდნენ, შვილს სააგენტოში დატოვებდნენ.  მომხდარიდან მალევე, 28 ოქტომბერს, სოციალურმა აგენტმა ბახტურიძეების ოჯახი თავიდან გადაამოწმა. სააგენტომ ბახტურიძეებს პასუხი წერილობით გაუგზავნა.

"ოჯახში დამატებითი ვიზიტი განახორციელა განყოფილების უფროსმა სოციალურმა აგენტმა თამაზ მაჭარაშვილმა 28 ოქტომბერს. ვიზიტისას გაირკვა, რომ დღეის მდგომარეობით, ოჯახის სოციალურ-ეკონომიური და დემოგრაფიული მონაცემები იგივეა, რაც დაფიქსირდა სოციალურ აგენტ ანტონ აფრიამაშვილის მიერ 3 სექტემბერს შევსებულ ოჯახის დეკლარაციაში", - ნათქვამია წერილში, რომელსაც სოციალური მომსახურების ადიგენის რაიონული განყოფილების უფროსი პეტრე აფრიამაშვილი აწერს ხელს.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა