სუს-ის მიერ დაკავებული ლაშა გობაძე "ისლამური სახელმწიფოს" სახელით გავრცელებული ვიდეომუქარის ერთ-ერთი ავტორის ნათესავია

სუს-ის მიერ დაკავებული ლაშა გობაძე "ისლამური სახელმწიფოს" სახელით გავრცელებული ვიდეომუქარის ერთ-ერთი ავტორის ნათესავია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ "ისლამურ სახელმწიფოსთან" შესაძლო კავშირის ბრალდებით დაკავებული ერთ-ერთი პირი, ლაშა გობაძე ამავე ტერორისტული ორგანიზაციის სახელით გავრცელებული ვიდეომუქარის ავტორის, ხვიჩა გობაძის დეიდაშვილია. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი აჭარიდან იუწყება, ორივე მათგანი ბათუმში ცხოვრობდა. ისინი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარიდან არიან.

ლაშა გობაძის თანასოფლელმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ სოფელში მცხოვრებლებისთვის ისინი ცნობილი იყვნენ, როგორ რადიკალური ისლამის მიმდევრები.

"პარასკევის ლოცვაზე მეჩეთში ვხედავდი მათ, განსხვავებულად ლოცულობდნენ და ყველას ყურადღებას ამით იქცევდნენ. გრძელ წვერს ატარებდნენ. ჩვენს სოფელში ასეთი ხალხი კიდევ ცხოვრობს, მაგრამ ადგილობრივებს არც არაფერს უშავებენ და არც ემუქრებიან. ეს ბიჭებიც ძალიან მშვიდები და გაწონასწორებულები იყვნენ", - აცხადებს სოფელ დიდაჭარაში მცხოვრები.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაკავებული კიდევ ერთი პირის, მირიან ბერიძის ბიძა, თამაზ ბერიძე კი "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აცხადებს, რომ მისი დისშვილი სამი დღის წინ, გურიის სოფელ ნასაკირალში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "ისლამურ სახელმწიფოსთან" შესაძლო კავშირის ბრალდებით 4 პირი დააკავა. აღნიშნულთან დაკავშირებით სუს-ში დღეს სპეციალური ბრიფინგი გაიმართა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია