"აი, შენ იარაღი, მიდი, შვილო, დაუმიზნე და ესროლე" - არის თუ არა ბავშვის მამა ფსიქიკურად გაწონასწორებული?

"აი, შენ იარაღი, მიდი, შვილო, დაუმიზნე და ესროლე" - არის თუ არა ბავშვის მამა ფსიქიკურად გაწონასწორებული?

27 ნოემბერს სამართალდამცავებმა­ 3 შვილის მამა, 29 წლის დენის პოპოვი­ დააკავეს. დანაშაული, რომელიც მთვრალმა ჩაიდინა, უპრეცედენტოა.

დიდი დიღმის მესამე მიკრორაიონში მდებარე 213-ე ბაგა-ბაღში დენის პოპოვის­ ორი შვილი დადის: 5 წლის ბიჭი და ორწლინახევრის გოგონა. საღამოს 5 საათზე ბაღში მთვრალი დენისი და მისი მეუღლე, ელზა მივიდნენ. ელზა მეორე­ სართულზე ავიდა პატარის ჩამოსაყვანად, დენისი კი პირველ სართულზე უფროსი შვილის ოთახის ფანჯარას მიადგა­ და დაუძახა. ბავშვმა ფანჯარასთან მიირბინა, დენისი გადაიხარა და შვილი ხელში აიყვანა. ამ დროს მამა-შვილს პედაგოგი მიუახლოვდა.

მამამ შვილს ჰკითხა:­ ლუკა, აბა, მითხარი, ვინ გაბრაზებსო? ბავშვმაც ერთ-ერთი თანატოლისკენ, საბასკენ გაიშვირა თითი: "ეს ბავშვი მაბრაზებს!" მოულოდნელად დენისმა საქამრიდან პისტოლეტი ამოიღო, შვილს მისცა და უთხრა, აი, შენ იარაღი, მიდი, დაუმიზნე და ესროლეო. პედაგოგის შეშინებული სახის დანახვაზე დენისმა მისი დამშვიდება სცადა, ნუ გეშინია, იარაღი დატენილი არ არისო. პედაგოგმა ფანჯარა მიხურა და სასწრაფოდ გაიყვანა ის ბავშვი, ვისზეც პოპოვის შვილმა მიუთითა.

დენის პოპოვის ცოლი ამ დროს ბავშვ­ია­ნად ჩამოვიდა მეორე სართულიდან და ცოლ-ქმარმა შვილები ბაღიდან წაიყვანა. პედაგოგებს მაშინვე პოლიციაში არ დაურეკავთ­, პანიკის ატეხას მოერიდნენ, თუმცა, საქმის კურსში ჩააყენეს იმ ბავშვის მშობლები. მეორე დილით ბაღის დირექტორმა­ ნანა ბედენაშვილმა ბაგა-ბაღების სააგენტ­ოში ხელმძღვანელობას აცნობა, რაც მოხდა.

"პოპოვების შვილები წელს მოვიდნენ ბაღში. ძირითადად, დედას მოჰყავდა. პედაგოგს დენის პოპოვი­ სულ ორჯერ ჰყავს­ ნანახი და ორივეჯერ ნასვამი. პედაგოგი და მისი თანაშემწე ვერ აზუსტებენ, ეს ნამდვილად ცეცხლსასროლი­ იარაღი იყო თუ სათამაშო პისტოლეტი, თუმცა ამას არა აქვს მნიშვნელობა. ფაქტია, პოპოვი შვილის თანატოლს დაემუქრა"...

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფრ­ოსის მოადგილე ნინო ბურძენიძე, ამბობს,­ რომ ეს უპრეცედენტო შემთხვევაა: "პედაგ­ოგმა განმუხტა ჯგუფში მდგომარეობა და შეეცადა, ბავშვებს ეს დაევი­წყებინათ, მაგრამ ფაქტს რეაგირების გარ­ეშე ვერ დავტოვებთ. ეს არის მუქარა, მოწოდება შვილისთვის, რომ თანატოლს გაუსწორდეს იარაღით, რაც დანაშაულია და კანონით ისჯება".

ნინო, მშობელი: "ჩემი შვილი სხვა ჯგუფშია, ამიტომ მომხდარი ტელევიზიით შევიტყვე. დილით ბაღთან ხალხს მოეყარა თავი, მალე საპატრულოს მანქანებიც გამ­ოჩნდნენ. უსაფრთხოების ზომები უნდა გამ­კაცრდეს. კიდევ კარგი, პატარებმა ვერც გააცნობიერეს, რა მოხდა და იმედია, ეს მათ ფსიქიკაზე არ აისახება".

ელზა პოპოვა, დენის პოპოვის მეუღლე:

- ერთ-ერთი ბავშვის მამიდას, რომელიც ამერიკაშია, "ფეისბუკზე" იმავე ღამით­ გაუვრცელებია ეს ამბავი.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია