რა არის სატანა დასავლეთში, რუსეთში, არაბულ სამყაროსა და საქართველოში - კოკო გამსახურდია

რა არის სატანა დასავლეთში, რუსეთში, არაბულ სამყაროსა და საქართველოში - კოკო გამსახურდია

კოკო გამსახურდია "ფეისბუქის" პირად გვერდზე სატანის შესახებ პოსტს აქვეყნებს:

"სატანის შესახებ - მართალია პოეზიასა და ღვთისმეტყველებაში ნათქვამია, მისი არსება მოკლეაო, მაგრამ მაინც მომინდა მასზე დაწერა მას შემდეგ, რაც დღეს მოვისმინე: ექვსმა ბავშვმა, ისლამური სახელმწიფოს წევრებმა საკუთარი ხელით დახვრიტეს სირიელი ტყვეები. ამ ბავშვებმა მანამდე მოიგეს შეჯიბრი ისლამური რელიგიის და შარიათის ცოდნაში. იქვე კომენტარში დასძინეს, ISIS-თვის სირიელის დახვრეტა უდიდეს პატივად და სიამოვნებად ითვლებაო.

მოკლედ, ამ ყველაფრის შემდეგ შეგზიზღდება ყველაფერი: სამყაროს დაბადებაც, რელიგიაც, "საღვთო" წიგნებიც, ისტორიაც, სიცოცხლეც. თითქოს რეალურად განჭვრეტადი ხდება სატანის არსებობა და სიახლოვე. იგი მსოფლიოში ყველგანაა, თავისი მახინჯი და შემზარავი ჰიპოსტასურობებით:

დასავლეთში: როგორც თავადი გულგრილობისა, ოპორტუნიზმისა, კეთილდღეობით მოყირჭებისა: წამქეზებელი პრაგმატიზმის, რომლის წინაც იყო შიშველი პრაგმატიზმი და ის სამომავლოდ ისევ პრაგმატიზმში გადავა, როგორც ერთადერთ ლეგიტიმურ მიზანში.

რუსეთში: როგორც აბსურდის, სიგიჟის, აგრესიულობის, კრიმინალობის, სხვის ხარჯზე მანიაკალური გაფართოების არქონტი.

არაბულ სამყაროში: როგორც პერმანენტული სიცრუის სამყაროში დარჩენის, რელიგიის გაფარისევლურობის, ორმაგი და მეტმაგი სტანდარტების ავტორი.

საქართველოში, რომელიც ამ საკითხებში დიდად არ ქმნის ამინდს, მაგრამ მაინც: როგორც ცრუ იმედების, თვითტკბობის, უპასუხისმგებლობის, მუდმივად მოსაჭიდებელი ხავსის ძიების, ანტიპოლიტიკურობის (რასაც რატომღაც პოლიტიკურობად რაცხავენ) და ინფანტილიზმის შთამაგონებელი.

გოგი და მაგოგი იმ კაცობრიობის სახელია, რომელსაც ინდივიდუალობა წაართვეს.

მოგვხედე მაღლით ღმერთო, შენი აღთქმით და დანაპირებით".

სამი დიდი ქართველი ერთ ფოტოზე - კოკო გამსახურდია უნიკალურ ფოტოს აქვეყნებს

"ჩემი ცხოვრება დამთავრებული იყო. სიცოცხლეს შვილებისთვის ვაგრძელებდი... ის კი ისე ლამაზად მიხატავდა ყველაფერს, რაც მძულდა" - რას იხსენებს ნანუკა ჟორჟოლიანი და რას წერს საკუთარ იუბილეზე

"10 წელი კი გასულა" - რა ფოტოებს აქვეყნებს ელენე ხოშტარია ქორწინების იუბილესთან დაკავშირებით