როგორ ეხმაურებიან სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტას "ნაციონალები" და მათი მხარდამჭერები - FB-პოსტები

როგორ ეხმაურებიან სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტას "ნაციონალები" და მათი მხარდამჭერები - FB-პოსტები

ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა. შესაბამისი ბრძანებულება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გუშინ გამოსცა. სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ამ ფაქტს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები და ცნობილი მხარდამჭერები ეხმაურებიან:

ნუგზარ წიკლაური:

მარგველაშვილი - უღირსებო კაცი.

ეკა ხერხეულიძე:

ბავშვებო, რადგან მეორე პრეზიდენტმა მისგანვე დევნილ საქართველოს პირველ პრეზიდენტს სამშობლოში ადგილი არ დაუტოვა, მესამე პრეზიდენტმა მიიღო პირველი პრეზიდენტის ნეშთი სამშობლოში.

მეოთხემ მესამეს მოქალაქეობა ჩამოართვა.

"მეხუთეს" თქვენ რიგებში ვეძებ, მეოთხეს შესარცხვენად!..

მომავალში დაწერილი ისტორიის ის თავი მაინტერესებს, სადაც ჟამთააღმწერელი უამბობს თაობებს, თუ როგორ მოახვია სახელმწიფოებრიობა ჩვენს ქვეყანას, გვარად ქართველმა, უკრაინის მოქალაქემ

ნიკა გვარამია:

ზედმეტია ლაპარაკი იმაზე, რომ სააკაშვილს შეცდომები ქონდა - ცხადია, ქონდა და ბევრი.

ზედმეტია ლაპარაკი იმაზე, რომ სააკაშვილს მიღწევები ქონდა - ცხადია ქონდა, და შეცდომებზე ბევრად მეტი.

მთავარია, რომ საქართველოს ისტორიაში, დიახ, მთელ ისტორიაში, სააკაშვილი ყველაზე მასშტაბური და გავლენიანი ქართველი პოლიტიკოსია და თანამედროვე ევროატლანტიკური საქართველოს მთავარი დამფუძნებელი მამა.

გინდა წაართვით მოქალაქეობა, გინდა სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეთ, თქვენი მასშტაბი მასთან შედარებით მილიმეტრია კილომეტრთან.

ნიკა რურუა:

პრეზიდენტ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა სამარცხვინო და არაკეთილგონივრული ქმედებაა ხელისუფლების მხრიდან.

იმის ფონზე, როცა ედუარდ შევარდნაძე სიკვდილამდე არანაირი სამართლებრივი შევიწროვების ობიექტი არ გამხდარა - რაც პრეცედენტის შესაქმნელად, რომ ძალაუფლების დათმობა არ უდრის ყველაფრის დაკარგვას - სწორი იყო, მიხეილ სააკაშვილის ამგვარი დევნა ძალიან უსამართლოა და მავნებლური.

"ოცნება" ხელახლა ნერგავს რეალობას, რომ ძალაუფლების დაკარგვა კატასტროფაა, რაც ხელისუფლების მშვიდობიან ცვლას საფრთხეს უქმნის. ამ რეალობით დამფრთხარი მომავალი თუ დღევანდელი ხელისუფალი ყველანაირ უკანონობას მოიმოქმედებს, რომ ძალაუფლება არ დაკარგოს. ეს კი დიდი არეულობების და უფრო მეტი ეკონომიკური სიდუხჭირის უებარი რეცეპტია.

სერგი კაპანაძე:

სუფთა იურიდიულად მაინტერესებს რა განსხვავებაა სააკაშვილისთვის 2015 წელს მოქალაქეობის ჩამორთმევის მიზეზებს და 2012 წელს ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას შორის? შეგიძლიათ ვინმემ ამიხსნათ? კვალიფიციურად და წყნარად? მადლობა!

მარიამ საჯაია:

მოკლედ, კონკრეტულად:

არ მესმის და არასდროს გავიგებ იმ ხალხისას ვინც მოქალაქეობას ართმევს იმ ადამიანს, ვისაც დანარჩენი ცივილიზებული სამყარო მიიჩნევს ამ სახელმწიფოს "ვაშინგტონად".

სამარცხვინო ასოებია ქვეყნის ისტორიაში, რომ სახელმწიფოს founding father არის დევნილობაში და ართმევენ მოქალაქეობას.

ვინც ახლა რადიკალ-მარგინალად შემრაცხავთ, მანამდე გონება გაითავისუფლეთ დაუნახაობის და სიბნელის სენისგან. მერე მშვიდად დაიძინეთ.

P.S. ახლა დებატებისთვის არ მცალია. ხვალ დიდი დღეა

თამარ ჩერგოლეიშვილი:

გამიხარდებოდა, ემოციების ფრქვევისას ადამიანები საღ აზრს რომ არ კარგავდნენ ხოლმე:

1. მიხეილ სააკაშვილმა, ისევე როგორც თავის დროზე ბიძინა ივანიშვილმა, კონსტიტუციის მოთხოვნის შესაბამისად დაკარგა მოქალაქეობა.

პრეზიდენტმა კონსტიტუციის მოთხოვნა შეასრულა და ამისთვის მისი გინება "არამია"!

2. პრეზიდენტს თავისუფლად შეეძლო ამ ნაბიჯის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილისთვის ორმაგი მოქალაქეობა შეეთავზებინა და კლასი ეჩვენებინა (მითუმეტეს, რომ სააკაშვილი არ დათანხმდებოდა - არც უკრაინაშია დაშვებული ორმაგი მოქალაქეობა), მაგრამ he has no class. We know that.

ნაცვლად ამისა, პრეზიდენტმა კონსტიტუციით ნაკარნახევ ნაბიჯს, პირადი სიძულვილით ნაკარნახევი ისეთი ბანძი ტექსტი მოაყოლა - მისი გინება "ალალია"!

ნანუკა ჟორჟოლიანი:

ეს არის ის პრეზიდენტი, რომელმაც უახლეს ისტორიაში ამ ქვეყნისთვის, ყველაზე მეტის გაკეთება შესძლო. დანგრეული ქვეყანა ააშენა.

მოქალაქეობას მას ისტორია (დრო) დაუბრუნებს. მთავარია თქვენ სად იქნებით მაგ ისტორიის ფურცლებზე:)

მაგარი ბანძები ხართ. ესაა ჩემი კომენტარი:)

იხილეთ ასევე: ბატონო მიხეილ, როგორ წაგართმევდა მარგველაშვილი იმას, რაც არ გაქვთ, ანუ რას ნიშნავს "გიჟი" "ნაციონალების" ენაზე?

თინა ხიდაშელი - მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ გამოხატა იმით, რომ უარი თქვა მოქალაქეობაზე

სააკაშვილი - მათ შეუძლიათ წაიღონ ჩემი პასპორტი, მაგრამ ვერავინ წამართმევს ქართველობას

მარგველაშვილი - სააკაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა როგორც პრეზიდენტის ინსტიტუტს, ისე ქვეყანას

გამოგვყევით, რომ არ გამოტოვოთ პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები.

გამოიწერეთ პოლიტიკური სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში.

AMBEBI.GE/პოლიტიკა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს