"ცოტა მეშინია, ისეთ საშიშ ისტორიებს ყვებიან ბორისზე" - ინგა პავლოვა ივანიშვილსა და ეკა ხვედელიძეს თაღლითობაში ადანაშაულებს

"ცოტა მეშინია, ისეთ საშიშ ისტორიებს ყვებიან ბორისზე" - ინგა პავლოვა ივანიშვილსა და ეკა ხვედელიძეს თაღლითობაში ადანაშაულებს

"ბორის, დარჩი ადამიანად", - ასე მიმართა ბიძინა ივანიშვილს მისმა ყოფილმა მეუღლემ ინგა პავლოვამ გადაცემა "განსხვავებულ აქცენტებში". პავლოვამ ვრცლად ისაუბრა მისი და ივანიშვილის განქორწინების დეტალებზე და იმ სარჩელზე, რომელიც მან საფრანგეთის სასამართლოში შეიტანა, ბოლოს კი აღნიშნა, რომ მას ეშინია.

"მე მას ვეტყოდი, ბორის იგნორირებას ნუ უკეთებ ადამინებს, ყველა ადამიანი დასაფასებელია, მითუმეტეს როცა ყოფილი მეუღლე გირეკავს, უნდა უპასუხო, მით უფრო, რომ დამპირდი 1 კვირაში დაგირეკავო. ბორის, დარჩი ადამიანად, დარჩი ადამიანად!

მე მინდა მხოლოდ გავარკვიო რატომ გამიფორმა მან თაღლითურად განქორწინება და რატომ იყენებდნენ ჩემს დოკუმენტებს რუსეთში. თუ ის უკანონობას ჩადის, ალბათ მისი დროც მოვიდა. ახლა ირკვევა, რომ ის იარაღით ვაჭრობდა, აი მისი მეგობარი გაიდამაკიც ჩაბარდა. როგორც ჩანს, ყველა ისტორიას თავისი დასასრული აქვს. მე, რა თქმა უნდა, ცოტა მეშინია, ისეთ საშიშ ისტორიებს ყვებიან ბორისზე, ბიძინაზე. იმედი ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება", - აცხადებს ინგა პავლოვა.

ივანიშვილის ყოფილი მეუღლე მისი ყოფილი ქმრის გარდა თაღლითობაში ბრალს საქართველოს ექს-პრემიერის მოქმედ ცოლს, ეკა ხვედელიძესაც სდებს.

მისი თქმით, ივანიშვილმა და ხვედელიძემ საფრანგეთის ხელისულფება მოატყუეს და გადასახადებისგან თავის არიდების მიზნით, ყალბი დოკუმენტაცია გააფორმეს.

"ჩვენი განქორწინების შემდეგ ზუსტად 2 დღეში საფრანგეთში კიდევ 2 კომპანია დაარსდა, ვლადიმერ ივანიძემ ეს დოკუმენტები გადმომცა. ეს ორივე კომაპნია 1994 წლის 20 მაისს გაიხსნა და ივანიშვილმა თავის ქონება ამ კომპანიებზე გადააფორმა. რაც მთავარია, ამ დოკუმენტებში მან ჩაწერა, რომ დაქორწინებული არასდროს ყოფილა და თავის ბიზნეს პარტნიორად ეკა ხვედელიძე მიუთითა, მაშინ როდესაც 1994 წლის მაისში ის უკვე მისგან შვილს ელოდებოდა. გამოდის, რომ ივანიშვილმა და მისმა მეუღლემ მოატყუეს საფრანგეთი, ჩემთან თაღლითური გაბნქიორწინებიდან 2 დღეში შეადგინეს კიდევ 2 თაღლითური დოკუმენტი და ქონება გადააფორმეს კომაპნიებზე, რომ გადასახადები არ გადაეხადათ. თუ საფრანგეთში ძვირადღირებული სახლის მემკვიდრე ხართ უძრავი ქონების დიდი გადასახადი გიწევთ. მათ კი განაცხადეს, რომ უცხოელები იყვნენ და რუსეთში ცხოვრობდნენ. უცხოელებისთვის კი სულ სხვა გადასახადები მოქმედებს. ამ დოკუმენტზე ბიძინას და ეკა ხვედელიძის გარდა მისი მდივანი პოლიაკოვიც არის მოხსენიებული, როგორც თარჯიმანი და მოწმე, რომელიც ინფორმაციის სისწორეს ადასტურებს. ამრიგად, დოკუმენტებზე 3 პიროვნების ხელმოწერაა: სტანისლავ პოლიაკოვის, ეკა ხვედელიძის და ბიძინა ივანიშვილის. მე ვუთხარი ჩემს ადვოკატს, რომ ეს საბუთები დაურთოს ჩემს საქმეს, რათა დავმტკიცოთ, რომ ეს ადამიანი თაღლითია", - აცხადებს ინგა პავლოვა.

ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მეუღლე იხსენებს, როგორ ცდილობდა საქართველოს ექსპრემიერთან დაკავშირებას მისი ხლეისუფლებაში მოსვლის შემდეგ და რა პასუხი გასცა მას ყოფილმა ქმარმა სატელეფონო საუბრისას.

"როდესაც მან პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა 2011 წელს, მაშინ მოვკარი თვალი ტელევიზორში. ეს ჩემთვის შოკისმომგვრელი ინფორმაცია იყო. ბორისი ძალიან ჩკეტილი პიროვნება იყო, არ უყვარდა არც ინტერვიუები და არც რაიმე სხვა მსგავსი აქტივობა. არ უყვარდა ოფიციალური გამოსვლები, ყველაფერი არაოფიციალური ერჩივნა და აი უცებ, ტელევიზორში გამოაცხადეს, რომ ის პოლიტიკაში აპირებდა წასვლას, დიდი მოულოდნელობა იყო ჩემთვის.

"როდესაც მოიგო არჩევნები და გახდა პრემიერ-მინისტრი, ვიფიქრე მივულოცავ-თქო, თან ვკითხავ მართალია თუ არა, რომ უკვე ჰყავდა ცოლი, როცა ჩემზე იქორწინა, მართალი გითხრათ არ მჯეროდა, რომ მართლა ჰყავდა ცოლი. ვცადე მასთან დაკავშირება მისი თანაშემწის, კახი კალაძის მეშვეობით. დიდი ძალისხმევა დამჭირდა ტელეფონის ნომრის გასაგებად. დიდი ხანი ვრეკავდი, ბოლოს როგორც იქნა თავად პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს დამალაპარაკეს და მან მითხრა, რომ შემდეგ კვირას გადმორეკავდა. როდესაც ერთი კვირის შემდეგ დავურეკე მან არ მოისურვა ჩემთან საუბარი. ეს ძალიან მეწყინა. მივხვდი, რომ ის არ იყო პატიოსანი დამიანი", - აცხადებს ინგა პავლოვა.

პავლოვა ანგოლაგეითის საქმეზეც საუბრობს და ეჭვს გამოთქვამს, რომლის მიხედვითაც, ამ საქმესთან ივანიშვილი იყო დაკავშირებული.

"რუსეთში ის დამნაშავეა. ორი ბანკი, რომელზეც არის საუბარი მას ეკუთვნოდა. კომპანია ფაქტორეალი, რომელიც 1994 წლის მარტში გაიხსნა და 2007 წელს დაიხურა რეგისტირებულია მისამართზე, რომელზეც კიდევ 188 კომპანია არის დარეგისტრირებული. მე ეჭვი მაქვს, რომ ანგოლაგეითის დროს ისინი აარსებდნენ ამ კომპანიებს სხვადასხვა ადმიანის სახელზე, როგორიც ვიყავი მე, ვინც საერთოდ არაფერი იცოდა ამის შესხებ და ამ გზით ფულის გარეცხვა-გათეთრება ხდებოდა. როგორც ახლა ირკვევა ისინი მაშინ ანგოლაში იარაღს ყიდდნენ, მიღებულ ფულს კი ქვეყანაში შემოატანა სჭირდებოდა და ამას ოფშორული და ადგილობრივი კომპანიების მეშვეობით აკეთებდნენ, როგორიც იყო მაგალითად ფაქტორეალი, სადაც მე დამფუძნებლად და ბუღალტრად ვიყავი მითითებული. იმავე მისამართზე კიდევ 188 კომპანიაა რეგისტრირებული. ეს არის მოსკოვი, გუბინკის ქუჩა მეოთხე კორპუსი, ბინა 58", - აცხადებს ინგა პავლოვა.

მისი თქმით, განქორწინების თაღლითურად გაფორმების ბრალდებით ივანიშვილის წინააღმდეგ საფრანგეთის სასამართლოში შეტანილი სარჩელის შემდეგ, მას საქართველოს ყოფილი პრემიერის გარემოცვა უკავშირდება, შეხვედრას სთხოვს და გარკვეულ შეთავაზებას უკეთებს.

"თუ ბორისი და პოლიაკოვი ფიქრობენ, რომ ავღანეთში ან აფრიკის რომელიმე ქვეყანაში, ან თუნდაც რუსეთში, სადაც კანონები არ მუშაობს, ყველაფერს იყიდიან, საფრაგეთში ასე არ იქნება და ისინი დაისჯებიან. მას შემდეგ, რაც ოქტომბერში სასამარლოში სარჩელი შევიტანეთ, როგორც ჩანს ბორისს მიუვიდა უწყება ფრანგული სასმართლოდან და პოლიაკოვმა ნერვიულობა დაიწყო. ის 3 ნოემბერს დამიკავშირდა და დაჟინებით მეუბნებოდა, რომ ჩამომაკითხავდა სადაც ვიყავი, აინტერესებდა სად ვიმყოფებოდი, მთხოვდა მობილური ტელეფონის ნომერს. მეუბნებოდა, რომ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ჩავსულიყავი მასთან შესახვედრად და მგზავრობის ყველა ხარჯს დამიფარავდა. მატყობინებდა, რომ ჩემთვის კარგი შემოთავაზება ჰქონდა. რა თქმა უნდა, ამაზე არ დავთანხმდები, რადგან უბრალოდ მომკლავენ, მე უბრალოდ მომკლავენ. ადვოკატმა მითხრა, რომ არავისთან არ შევსულიყავი კონტაქტში, რადგან ძალიან საშიში საქმეა. ბუნებრივია არავის არ ვეტყვი სად ვიმყოფები", - აცხადებს ინგა პავლოვა.

ექს-პრემიერის ყოფილ მეუღლეს სურს, რომ "ივანიშვილი თაღლითური განქორწინებისთვის დაისაჯოს, რადგანაც ვიღაც სხვა პიროვნებამ ითამაშა პავლოვას როლი სასამართლოში". მისი თქმით, ივანიშვილი მასთან განქორწინების შემდეგაც სარგებლობდა მისი სახელით და გვარით და რუსეთში აგრძელებდა თაღლითურ საქმიანობას.

"ის ბიზნესმენია, მე რომ მისი დოკუმენტებით მესარგებლა და რაღაც თაღლითური ოპერაციები განმეხორციელებინა, ის ხომ ჩემს სისხლისამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას მოითხოვდა. ივანიძესთან საუბრამდე არც კი ვიცოდი, რომ 1994 წლიდან 2007 წლამდე ივანიშვილის მდივანს, პოლიაკოვს ჩემს სახელზე გახსნილი ჰქონდა კომპანია. მე მას ვიცნობ. სრული მოულოდნელობა იყო, რომ ვიღაცამ მოსკოვში ჩემი დოკუმენტებით ისარგებლა და ერთდროულად 2 ბანკში ვიყავი გაფორმებული თანამშრომლად. თუ არ ვცდები ბანკ "რასისკი კრედიტში" და რუსული განვითარების ბანკში. როდესაც ივანიძემ მოსკოვის საგადასახადო სამსახურიდან გამოთხოვილი დოკუმენტები გადმომცა, მაშინვე ინტერნეტით ამ უწყებაში საჩივარი შევიტანე და პასუხი მივიღე, რომ რეგისტრირებული ვიყავი, როგორც ბანკის თანამშრომელი. ასევე ჩემს სახელზე კომპანია იყო გახსნილი. მაშინვე განვაცხადე, რომ ეს მე არ ვიყავი. ფიზიკურადაც არ ვიყავი რუსეთში, ვერანაირად ვერ ვიმუშავებდი ამ ბანკებში, რადგან საზღვარგარეთ ვცხოვრობდი. იქაც დავიქირავე ადვოკატი.

რუსეთის საგადასახადო სამსახური ყველანაირად ცდილობს, რომ საქმე არ აღძრას, მიუხედავად იმისა, რომ დანაშაული სახეზეა. რუსეთში ყველას მოსყიდვა და ყველაფრის ყიდვა შეიძლება. არ მჯერა, რომ იქ შედეგს მივაღწევ. ალბათ უბრალოდ დროს გამიწელავენ", - აცხადებს ინგა პვლოვა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ