"მემარჯვენეები" VS "მემარცხენეები" - ექსპერტებისა და მძღოლების მოსაზრებები

"მემარჯვენეები" VS "მემარცხენეები" - ექსპერტებისა და მძღოლების მოსაზრებები

ეს იმ პროექტის მხოლოდ ერთი პუნქტია, რომელიც შსს-ში შეიმუშავეს. პროგრამა "შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის" ითვალისწინებს ავტოსაგზაო შემთხვევების მთავარი მიზეზების აღმოფხვრის ადმინისტრირების გაუმჯობესებას, სამგზავრო ავტობუსების მოძრაობაზე კონტროლის გააქტიურებას, ავტოპარკის განახლების წახალისებას, ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებისთვის კანონმდებლობის გამკაცრებას... ცვლილებები შეეხება გადატანილსაჭიან ავტომობილებსაც, რომელთა რეგისტრაციაც მომავალი წლის 1-ლი მარტიდან აიკრძალება.

შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილის განმარტებით, ახალი წესი არ შეეხება მათ, ვისაც უკვე ჰყავთ მარჯვენასაჭიანი ავტომობილი ან გადატანილი აქვთ საჭე. მისი თქმით, ნებისმიერ მხარეს საჭის მქონე მანქანების რეგისტრაცია მხოლოდ ავღანეთსა და ბირმაშია დასაშვები. თუმცა, ჩვენ დავინტერესდით, კიდევ რომელ ქვეყნებში არ კრძალავენ მარჯვენასაჭიან მანქანებს. მათი არასრული სია ასეთია: ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, კანადა, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლუქსემბურგი, მალტა, ჰოლანდია, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, ესპანეთი, შვედეთი, ბრიტანეთი, აშშ და იაპონია. მთავრობის ინიციატივამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. საზოგადოების ნაწილის აზრით, ხელისუფლება ახალი წესით ავტომობილების რაოდენობის ზრდის ტენდენციის შეჩერებას ცდილობს.

ვასო ურუშაძე, "ეკოტრანსპორტ ცენტ­რის" აღმასრულებელი დირექტორი:

- ამ შეზღუდვით მოწესრიგებული იაპონური მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების ნაცვლად შემოიყვანენ ამორტიზებულ ავტომობილებს, რომლებიც უფრო მეტს წვავს და ტექდათვალიერების შემთხვევაშიც სტანდარტულ მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს­. მარჯვენასაჭიანი მანქანები არსად არის აკრძა­ლული, თუმცა, შეზღუდვ­ები არსებობს განბაჟებისას, ტექ­დათვალიერებისას, მართვის მოწმობის აღებისას, რაც მისაღებია... ეტყობა, ამ გზით გადაწყვიტეს ქალაქში საცობების პრობლემის მოგვარება, მაგრამ ადამიანი, რომელსაც 2 ან 2, 5 ათასი დოლარი გადადებული აქვს, მაინც შეიძენს მანქანას და თუ არჩევანის უფლებას წაართმევ, იძულებული იქნება, ევროპული ან ამერიკული მარცხენასაჭიანი იყიდოს, ეს თანხა კი ეყოფა მხოლოდ აღდგენილ-გადაკეთე­ბული ავტომანქანისთვის, რომელიც მართლაც ქმნის საფრთხეს­ და ეკოლოგიისთვისაც საზიანოა.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია