"ჩვენთან ბაქიბუქობდა და იქ ცუციკი ტიპი იყო" - რას ადასტურებს მიხეილ მაჭავარიანი?!

"ჩვენთან ბაქიბუქობდა და იქ ცუციკი ტიპი იყო" - რას ადასტურებს მიხეილ მაჭავარიანი?!

რამდენიმე დღის წინ "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გოკა გაბაშვილისა და მისი ძმის, ლადო გაბაშვილის სატელეფონო საუბარი გავრცელდა, რომლის თანახმად, პარტიაში გიგა ბოკერიასა და სააკაშვილ-ადეიშვილის გუნდი ცალ-ცალკე ფლანგებად გამოიყო.

ჩანაწერების ავთენტურობას პარტიაში ადასტურებენ, თუმცა "კვირის პალიტრასთან" საუბრისას "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ მაჭავარიანი ამტკიცებს, რომ ჩანაწერები ძველია.

- ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ინტერნეტში გავრცელებული ფარული სატელეფონო ჩანაწერები, უკანონოდ, რუსეთის ეფ-ეს-ბე-სთან თანამშრომლობითაა მოპოვებული, რაც კიდევ ერთხელ აქარწყლებს განცდას, რომ ხელისუფლება აღარ გვისმენს. რაც შეეხება კონკრეტულად საუბრის შინაარსს, ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ჩანაწერები ძველია, ივნისში უნდა იყოს ჩაწერილი. ამ პერიოდში პარტიიდან ოთხი წევრი, მათ შორის, აღმასრულებელი მდივანი წავიდა და მის ჩასანაცვლებლად შიდა არჩევნები დაინიშნა.

- ანუ, ადასტურებთ, რომ პარტიაში ორი ფლანგი, ბოკერიასა და სააკაშვილ-ადეიშვილის გუნდი ერთმანეთს რეალურად დაუპირისპირდა?

- არჩევნების შემდეგ გუნდის წევრებს შორის დაპირისპირება ჩვეულებრივი მოვლენაა. უბრალოდ, ივანიშვილი ცდილობს საკუთარი კოლექციიდან ჩანაწერები საზოგადოებას ნაწილ-ნაწილ მიაწოდოს და ამ გზით დაამტკიცოს, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" სერიოზული განხეთქილება არსებობს. ვადასტურებ, რომ მსგავსი საუბრები პარტიაში მართლაც იყო, მაგრამ ამ ჩანაწერების შემდეგ პარტიის წევრები კიევში სააკაშვილსა და დანარჩენ ლიდერებს შევხვდით და შევთანხმდით, რომ ამ ეტაპზე, ყველა პრობლემას გვერდზე გადავდებდით და საერთო მიზნისთვის ერთ გუნდად ვიბრძოლებდით.

დიახ, აღმასრულებელ მდივნად შერჩევის პროცესში დაძაბულობა არსებობდა, სერგო რატიანთან ერთად, აღმასრულებელი მდივნის კანდიდატად გიორგი ვაშაძეც იყრიდა კენჭს, მაგრამ მსგავსი კონფლიქტები ხომ ოჯახებშიც ხდება?!

- თუ პარტიის წევრები მიიჩნევთ, რომ სააკაშვილი "ხელისუფლების გიჟია" და ხელისუფლებასთან ოპონირების ნაცვლად, ძირითადად, პარტიის წევრებზე ეჭვიანობს, მსგავსი განწყობით პარტიის ლიდერთან თანამშრომლობა როგორ წარმოგიდგენიათ?

- ვიმეორებ, კონფლიქტი ამოიწურა. ამ სატელეფონო საუბრის შემდეგ გიგი უგულავაც ციხიდან ერთი დღით გამოვიდა და მიხეილ სააკაშვილთან გაურკვევლობის თემაც ამოიწურა.

- გიორგი ვაშაძისა და მურთაზ ზოდელავას საუბრებში ისიც ჩანს, რომ ექსპრეზიდენტს პრობლემები უკრაინაშიც შეექმნა და გარკვეული გავლენების მოპოვებას პოროშენკოს ოპოზიციაში გადასვლის მუქარით ცდილობდა.

- ვაშაძე-ზოდელავას ჩანაწერიც ძველია. მიშა უკრაინაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და მაღალრეიტინგულ ლიდერად ითვლება, სახელმწიფოს პირველი პირები კი მას სრულ მხარდაჭერას უცხადებენ...

ირაკლი გოგავა, ექსპერტი: "სააკაშვილის გუნდი უკრაინაში ჩაფლავდა - ე.წ. ქართველმა რეფორმატორებმა ძირეული რეფორმების განხორციელება ვერ შეძლეს. სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭებით, პოროშენკომ პანდორას ყუთი გახსნა, რომელიც უკრაინას დიდ უბედურებას მოუტანს. იმის გამო, რომ მაიდნის დაფინანსებაში სააკაშვილიც მონაწილეობდა და ის მაკკეინის მხარდაჭერით სარგებლობს, პოროშენკოსგან ოდესის გუბერნატორობა მიიღო. თუმცა

როგორც კი სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტთან დაპირისპირებას გაბედავს­, საქართველოში დაადეპორტებენ.

გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."