თელავში მამაკაცმა ქალი ნაჯახით მოკლა

თელავში მამაკაცმა ქალი ნაჯახით მოკლა

თელავში მამაკაცმა ქალი მოკლა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს გარდაცვლილის მეზობლებმა განუცხადეს, მამაკაცს ქალბატონის ვალი ჰქონდა, მკვლელობა კი მას შემდეგ მოხდა, რაც ქალბატონმა მას ვალის დაბრუნება მოსთხოვა. შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1984 წელს დაბადებული დიმიტრი მ. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თელავში, ნადიკვრის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, 1958 წელს დაბადებულ ელენე თ-ს ნაჯახით თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ქალბატონი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა