ძაღლი, რომელიც ფერმაში ადამიანივით მუშაობს

ძაღლი, რომელიც ფერმაში ადამიანივით მუშაობს

ძაღლი ლემონის ცხოვრება განსხვავებულია სხვა ბინადრებთან შედარებით. საოცარია, თუმცა ფაქტია - ძაღლი ორ თათზე დგას და მიწას ამუშავებს.

ლემონი დიდი ზომის შნაუცერია. ის რუსეთში, ომსკის რეგიონში ცხოვრობს. ლეკვობიდანვე ფერმერის საუკეთესო ოთხფეხა მეგობარმა საოცარი ნიჭი გამოავლინა სხვადასხვა სამუშაოს შესრულებაში. ლემონისთვის პრობლემა არ არის, ორ თათზე დამდგარი მიწას რამდენიმე საათის განმავლობაში ამუშავებდეს. ძაღლს ასევე შეუძლია, ჭიდან წყლის საქაჩი მოწყობილობით, სათლი წყლით აავსოს.

ლემონის პატრონი ალექსანდრე ამბობს, რომ წყლის ავსება მისთვის ყველაზე სახალისო საქმეა. ძაღლი 10 თვის იყო, როდესაც პატრონის დახმარებას ცდილობდა. ამ საქმიანობისთვის, ლემონს არ დასჭირვებია სპეციალური მომზადება. ნელ-ნელა მან თვითონ ისწავლა ყველაფერი. დღის განმავლობაში, თუ დრო დარჩება, ძაღლი თავის თავს თვითონ ასეირნებს.

რა თქმა უნდა, პატრონი ცდილობს, ძაღლმა მთელი დღის განმავლობაში იმ დატვირთვით არ იმუშავოს, როგორც - ადამიანი, თუმცა როდესაც ლემონი ხედავს, რომ საქმეა გასაკეთებელი, არავის ბრძანებას არ ელოდება, თვითონვე აკეთებს ყველაფერს.

"თუ რამეს ვაკეთებ, ლემონს სურს ყველაფერი თვითონ გააკეთოს. ხელები რომ ჰქონდეს, ალბათ, ყველა საქმეს თვითონ გააკეთებდა და მე არც მამუშავებდა. კიდევ კარგი ყველაფრის გაკეთება არ შეუძლია, ხანდახან ვუშლი, რათა დაისვენოს და ისეირნოს", - ამბობს ძაღლის პატრონი.

იხილეთ გალერეა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს