ლაშა მახარაძის დედის მტკიცებით, მისი შვილის მკვლელობის ფაქტს თვითმხილველი ჰყავს

ლაშა მახარაძის დედის მტკიცებით, მისი შვილის მკვლელობის ფაქტს თვითმხილველი ჰყავს

ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეში ახალი გარემოება გამოვლინდა. მოკლულის დედამ, დაკითხვისას ნაფიც მსაჯულებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ მკვლელობის ფაქტს ჰყავს მოწმე - ლაშას მეგობარი, რომელმაც თავად დაინახა, როგორ ესროლა ოქროპირიძემ მახარაძეს.

"ეს არის არჩილ დათუნიშვილი, რომელთან ერთადაც ლაშა იმ საღამოს იმყოფებოდა აბაშიძის ქუჩაზე. ისინი ერთად უნდა წასულიყვნენ მეგობრის დაბადების დღეზე. დათუნიშვილი მკვლელობის შემდეგ ჩემთან არ მოსულა. ის სტრესში იყო, რადგან ჩემი შვილი ხელებში ჩააკვდა, თუმცა მან გადალახა სტრესი, აგვისტოში მოვიდა და დეტალურად მომიყვა ყველაფერი. როგორც ის ამბობს, ოქროპირიძე მანქანით მივიდა და ლაშას ვიღაცაზე ჰკითხა, სად არისო. ლაშამ უთხრა, მანქანიდან რატომ მელაპარაკებიო, რის შემდეგაც ოქროპირიძემ სამჯერ ესროლა. დათუნიშვილი იხსენებს, რომ ლაშა წაიქცა, მალე კი გაშავდა და მოკვდა", - აღნიშან ნინო დიდებულიძემ.

მისი თქმით, პირი, რომელიც მკვლელობას შეესწრო, მისი უფროსი შვილის მეგობარია, რომელიც ასევე გარდაცვლილია.

"არჩილ დათუნიშვილი არის საშინელ მდგომარეობაში, რადგან ლაშას ვერ უშველა. მითხრა, რომ არ სურს ოქროპირიძის დაკავება, რომ სურს ის გაათავისუფლონ, რათა ღორივით თვითონ დაკლას. მე მოვუწოდე, რომ არ მინდა ჩემი შვილის მეგობარი მკვლელ ოქროპირიძეს დაემსგავსოს", - აღნიშნა დიდებულიძემ.

თავის მხრივ, პროკურორმა განაცხადა, რომ არჩილ დათუნიშვილი, რომელზეც მოკლულის დედა საუბრობს, გამოძიების პროცესში დაიკითხა, თუმცა მას მსგავს დეტალებზე არ უსაუბრია.

მოკლულის დედის დაკითხვა გრძელდება.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია