დემოგრაფიული ბომბი აფხაზეთში - ინცესტი და სისხლის აღრევა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება

დემოგრაფიული ბომბი აფხაზეთში - ინცესტი და სისხლის აღრევა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება

ეს ტრაგედია ორივე მხარის მონაწილეობით დატრიალდა! - 1990-იანი წლებიდან დაიწყო, როგორც ქართული გენოფონდის, ისე აფხაზურის დაღმასვლა. დღეს აფხაზური ეთნოსი, ფაქტობრივად, გაქრობის პირას დგას და რუსული მხარე მათ იმ გამოსავალს სთავაზობს, რაც ხსნა ნამდვილად არ არის.

ქართველმა დემოგრაფებმა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის აღწერის მაჩვენებელზე დაყრდნობით კვლევა ჩაატარეს. შედეგი საგანგაშოა!

XIX საუკუნის ბოლომდე აფხაზეთის მოსახლეობის რაოდენობის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვებოდა, ვინაიდან იგი რუსეთის პროტექტორატის ქვეშ იმყოფებოდა და მეფის მთავრობას აღწერა არ ჩაუტარებია და სწორედ ამ დროს დაიდო პირველი მონაცემები, რომლის მიხედვითაც, აფხაზეთის მოსახლეობის რაოდენობრივი მაჩვენებელი 64 000 იყო. მომდევნო 100 წლის განმავლობაში აფხაზეთის მოსახლეობა საგრძნობლად იზრდებოდა, მათ შორის იზრდებოდა ეთნიკური აფხაზების წილობრივი შემადგენლობა. XX საუკუნის ბოლოს აფხაზეთის მოსახლეობა ნახევარ მილიონზე მეტი იყო, კერძოდ 524 000, ხოლო 1991 წელს, როდესაც ქართულ-აფხაზური კონფლიქტი დაიწყო, ეს ციფრი 540 000-მდე გაიზარდა. 2003 წელს აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ აღწერა ჩაატარა და დადო ციფრი - 214 000. 2014 წელს კი ეს ციფრი 242 000-მდე გაიზარდა.

ქართველი დემოგრაფების დასკვნით, მთელი XX საუკუნის განმავლობაში, აფხაზების წილობრივი შემადგენლობა 3,3-ით გაიზარდა, ქართული ეთნოსის მოსახლეობა 6,8-ით, სომეხი მოსახლეობა 70-ჯერ, ხოლო რუსი მოსახლეობის წილობრივი შემადგენლობა 62-ჯერ გაიზარდა.

საინტერესო გახლავთ ის, რომ ხსენებული ანგარიშის მიხედვით, "მატებაში" სომხები ლიდერობენ. და აი, რატომ:

ზოგადად, მოსახლეობის ზრდა ხდება ორი გზით - ბუნებრივი მატებისა და მიგრაციის შედეგად. ქართული და აფხაზი მოსახლეობა იზრდებოდა ბუნებრივი მატების საშუალებით, სომხებისა და რუსების წილობრივი ზრდა კი გამოიწვია დიდმა მიგრაციამ. ქართველმა ექსპერტებმა ისიც გამოთვალეს, თუ როგორ განვითარდებოდა თავად აფხაზური გენოფონდი და როგორი იქნებოდა მისი წილობრივი შემადგენლობა, აფხაზეთის ტერიტორიაზე საერთოდ არც ერთ ქართველს რომ არ ეცხოვრა. დაასკვნეს, რომ ქართველების გარეშე 80-იან წლებში აფხაზი ეთნოსის შემადგენლობა იქნებოდა, მაქსიმუმ, 30%, ხოლო 1991 წელს, როდესაც ეს კონფლიქტები დაიწყო - მხოლოდ 32%.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბიკის ჯანდაცვის მინისტრმა, ანზორ გოოვიმ, 2015 წლის 22 აპრილს ხელშეკრულება გააფორმა ექსტრაკორპორალური განაყოფიერების კლინიკა "ალტრავიტასთან". ასე გახდა მოსკოვის სამედიცინო დაწესებულება პროგრამა "აფხაზეთის დემოგრაფიული განვითარების" ნაწილი.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, აფხაზეთში დემოგრაფიული პრობლემა ძალზე აქტუალურია იმდენად, რამდენადაც ომს უშედეგოდ არ ჩაუვლია. ქორწინებაში შემავალი ბევრი მამაკაცი (ასაკი 39-40 წელი და მეტი) ომგამოვლილია და რეპროდუქციული უნარი ბევრს დაკარგული აქვს.

ამონარიდი ანზორ გოოვის ოფიციალური განცხადებიდან:

"გავითვალისწინეთ რა ეს ფაქტორი, რუსეთის უშვილობასთან ბრძოლის წამყვან კლინიკასთან გავედით. ალტრავიტას რუსეთში ბიოლოგიური მასალის ყველაზე დიდი ბანკი აქვს, რომელიც ეკოს პროცედურის მაღალ ხარისხს განსაზღვრავს. ექსტრაკორპორალური განაყოფიერების პირველი ეტაპი სოხუმში ჩატარდება, რუსეთში გადასაგზავნი პაციენტები კი ყოველთვიურად აირჩევა. ხელოვნური განაყოფიერება იაფი არ ღირს და ეს მძიმედ დააწვება სახელმწიფო ბიუჯეტს, მაგრამ ჩვენ სხვა გამოსავალი არ გაგვაჩნია. დემოგრაფიის საკითხი პირდაპირ ეხება ეროვნულ უსაფრთხოებას. მე, კიდევ, აფხაზი მოსახლეობის ზრდის სხვა საშუალებას, უბრალოდ, ვერ ვხედავ", - აღნიშნა გოოვიმ.

"ქრონიკა+"-ს დეტალებზე ესაუბრება "საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდის" თავმჯდომარე, თამარ ჩიბურდანიძე:

- როგორც ანზორ გოოვი აღნიშნავს, აფხაზეთში უშვილობა ძალიან დიდი პრობლემაა. ხელშეკრულების თანახმად, ისინი რუსეთში, ხსენებულ კლინიკაში აფხაზი ქალბატონების ჩაყვანას და ინვიტრო პროცედურების ჩატარებას აპირებენ სახელმწიფოს ხარჯზე. ანუ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობას სურს, რომ უშვილობის პრობლემის მოსაგვარებლად რუსეთის ბიორესურსების ბანკი გამოიყენოს, მაგრამ არა აფხაზური გენის კოდით, არამედ რუსული გენით. ფაქტობრივად, ხდება შეჯვარება, იგივე ასიმილაცია.

- კი მაგრამ, იქნებ აფხაზური დნმ-ს ბიორესურსებზეა საუბარი?

- მე არ ვიცი, მათ ბანკში რომელი გენის კოდი ინახება, მაგრამ ფაქტია, რომ თუ ეს პროგრამა ამუშავდა, აფხაზურ ეთნოსში ასიმილაცია წავა. რუსული კლინიკის შეთავაზება გულისხმობს ასევე იმას, რომ ბიორესურსი, ანუ განაყოფიერების გამოყენება ერთჯერადად არ ხდება. მამაკაცის ერთი ბიორესურსით შესაძლებელია რამდენიმე ქალის ინსენიმაცია მოხდეს. ეს კი ძალიან დიდი საფრთხის შემცველი გახლავთ ისეთი მცირე ტრადიციული ერისთვის, როგორიც აფხაზები არიან.

- ნათესაურ აღრევას გულისხმობთ?

- რა თქმა უნდა! მე მიკვირს აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრის, როგორ შეიძლება ასე უმტრო საკუთარ ერს?! ალბათ, პოლიტიკური ნების გარეშე ამის გადაწყვეტა შეუძლებელი იქნებოდა. მაინტერესებს, ფლობს თუ არა აფხაზი მოსახლეობა ამ ინფორმაციას - რას უქადის მათ საკუთარი მთავრობა? ეს არ არის აფხაზური გენოფონდის გადარჩენა, ეს არის აფხაზური გენის სხვა ერის გენოფონდთან ასიმილაცია და ამის ხარჯზე მოსახლეობის რაოდენობის გაზრდა.

თამარ როსტიაშვილი

(შემცირებული ვერსია)

გაზეთი "ქრონიკა+"

"მგონია, ჩემი მშობლიური სახლი იწვის, ვერ ვიძინებ, იქ ვარ ჩემს ცეცხლმოკიდებულ ქალაქში და ვლოცულობ, იწვიმოს" - ვითარება აფხაზეთში და ადგილობრივები, დახმარების ამაო მოლოდინში

ხანძარმა ავარიულად გათიშა "ფსოუ 220" - აფხაზეთის ნახევარი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

"სოხუმს ტყის ხანძრის ჩაქრობაში თბილისის დახმარება არ სჭირდება"  - სერგეი შამბა