ლაშა მახარაძის მკვლელობის მოწმე "კანონიერი ქურდის" შვილია?

ლაშა მახარაძის მკვლელობის მოწმე "კანონიერი ქურდის" შვილია?

მოწმე არჩილ დათუნაშვილმა არ დაადასტურა მოკლული ლაშა მახარაძის დედის ინფორმაცია, რომ იგი მახარაძის მკვლელობას შეესწრო.

დათუნაშვილი ბრალდების მხარის მოწმის სტატუსით საქალაქო სასამართლომ დაკითხა. მისი ინფორმაციით, მკვლელობის ადგილიდან, იმ მომენტში როდესაც მახარაძე მოკლეს, გასული იყო. მისი თქმით, მახარაძის მკვლელობის მომენტში იქვე ე.წ. ბესეტკაში იმყოფებოდა და ორჯერ გასროლის ხმა გაიგო, თუმცა ასაფეთქებლის ხმა ეგონა.

პროკურორის დასმულ შეკითხვაზე, ადასტურებს თუ არა იმ ფაქტს, რომ იგი აგვისტოში იმყოფებოდა მოკლულის დედასთან ნინო დიდებულიძესთან, დათუნაშვილმა არც უარყო და არც დაადასტურა. ასევე პროკურორმა მოწმეს შეკითხვა დაუსვა, მამამისს, რომელიც რუსეთში ცხოვრობს და რუსეთის მოქალაქეა, აქვს თუ არა "კანონიერი ქურდის" სტატუსი. მოწმემ არც ამ შეკითხვას უპასუხა.

მოკლული ლაშა მახარაძის დედამ, რომელიც დღეს პირველ მოწმედ დაიკითხა, აღნიშნა, რომ აგვისტოში მასთან დათუნაშვილი იმყოფებოდა, რომელმაც უთხრა, რომ მკვლელობის თვითმხილველია. ნინო დიდებულიძის თქმით, დათუნაშვილმა მას უთხრა, რომ დაინახა როგორ ესროლა მახარაძეს გიორგი ოქროპირიძემ. ასევე მოკლულის დედამ აღნიშნა, რომ დათუნაშვილმა ისიც უთხრა, რომ მას მენტალობიდან გამომდინარე არ სურს ოქროპირიძის დაკავება, რადგან პირადად უნდა შურისძიება.

დათუნაშვილის გარდა ბრალდების მხარემ დაკითხა კიდევ ერთი მოწმე, ლაშა მახარაძის მეგობარი ლაშა ვაშაკიძე, რომლის ავტომობილითაც ლაშა მახარაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ