"ვარ 4 კვირის ფეხმძიმე..." - ნუკა კვალიაშვილი მეორე შვილს ელოდება

"ვარ 4 კვირის ფეხმძიმე..." - ნუკა კვალიაშვილი მეორე შვილს ელოდება

მომღერალი ნუკა კვალიაშვილი მეორე ბავშვს ელოდება. ამის შესახებ ნუკა "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს.

''მე ყოველთვის ვიქნები მაგარ ფორმაში სულ რომ 400 შვილი გავაჩინო, ვიქნები ისეთი, როგორიც ყოველთვის ვიყავი. მე არასოდეს დამეტყობა სიბერე, არც ვიზუალურად და არც შინაგანად. მე ვარ ლაღი, კეთილი, გულიანი, ერთგული ადამიანი და ეს არის ის რითიც მარადიულ სილამაზეს იძენ.

პ.ს. 8 თვის წინ მომეშალა მუცელი 2 თვის, ძალიან ბევრი კითხულობდა ამ თემასთან დაკავშრებით, ასე თუ ისე პასუხს ვწერდი, რაც დამემართა და რაზე საუბარიც არ მინდა.

ამჯერად ვარ 4 კვირის ფეხმძიმე. აი, ეს იყო მიზეზი ზემოთ დაწერილი 400 შვილის. ვოტ !'', - წერს ნუკა.

შეგახსენებთ, ნუკას და მის მეუღლეს, ნიკუშა კობახიძეს ერთი ბიჭი, ლუკა ჰყავთ.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს