უკრაინაში საბრძოლო მანქანის ნაღმზე აფეთქების შედეგად კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში საბრძოლო მანქანის ნაღმზე აფეთქების შედეგად კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებს კიდევ ერთი ქართველი ემსხვერპლა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ "რუსთავი 2" ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, ირაკლი ქუთელია დონეცკის აეროპორტის მახლობლად საბრძოლო მანქანის ნაღმზე აფეთქების შედეგად დაიღუპა. მასთან ერთად გარდაიცვალა კიდევ ერთი და დაშავდა 7 მებრძოლი.

არსებული ინფორმაციით, ქვეითთა საბრძოლო მანქანის აფეთქება, სადაც ქართველი მოხალისეც იმყოფებოდა, დასახლება ოპიტნოესთან მოხდა.

მებრძოლები 93-ე ბრიგადაში მსახურობდნენ და ისინი დავალებაზე გადიოდნენ.

დაღუპული ირაკლი ქუთელია უკრაინის მოქალაქეა. მომხდარს ადასტურებს უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მიხეილ უკლება.

"როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, მანქანა ნაღმზე აფეთქდა და დაიღუპა ორი ადამიანი, მათ შორის ირაკლი ქუთელია. ამ დროისთვის არსებული ინფორმაიცით, ის უკრაინის მოქალაქეა”, - აცხადებს უკლება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია