ინვესტიციები შემცირდა - მთავარი დამნაშავე კალაძის უწყებაა

ინვესტიციები შემცირდა - მთავარი დამნაშავე კალაძის უწყებაა

ენერგეტიკასა და დამამუშავებელ მრეწველობაში ინვესტიციები მცირდება. ეს ის დარგებია, რომელზედაც უცხოური კაპიტალის მოზიდვის თვალსაზრისით, მთავრობა ყველაზე მეტ იმედს ამყარებდა. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, მთლიანობაში, სამ კვარტალში 1 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია შემოვიდა. ეს მაჩვენებელი 17%-ით ჩამორჩება შარშანდელ მაჩვენებელს და 92%-ით აღემატება შარშანწინდელს.

წინასწარი სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2015 წლის მე-3 კვარტალში 489 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2014 წლის მე-3 კვარტალის დაზუსტებულ მონაცემზე 33%-ით ნაკლებია. სამ კვარტალში საქართველოში ინვესტორებმა 1,019 მილიარდი დოლარი დააბანდეს, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 17%-ით ნაკლებია. ამჯერად უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნებია: აზერბაიჯანი (საერთო მოცულობის 35%), ნიდერლანდები (11%) და თურქეთი (9%).

სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2015 წლის მე-3 კვარტალში 72% შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში განხორციელდა - 218 მილიონი დოლარი, რაც მთლიანი მოცულობის 45%-ია. მეორე ადგილზეა საფინანსო სექტორი - 73 მილიონი დოლარი, ხოლო მესამეზე დამამუშავებელი მრეწველობა - 68 მილიონი დოლარი (შარშანდელთან შედარებით 44 მილიონი დოლარით ნაკლები). ენერგეტიკაში მე-3 კვარტალში სულ 22 მლნ დოლარის უცხოური კაპიტალი შემოვიდა, რაც 29 მილიონი დოლარით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. სამ კვარტალში კი ენერგეტიკას 129 მილიონი დოლარით შეუმცირდა ინვესტიციები.

წლის დასაწყისში ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე წლის ბოლომდე თავის სექტორში 640 მილიონი დოლარის ინვესტიციას ელოდა. "ოპტიმისტურად ვარ განწყობილი", _ განაცხადა რამდენიმე თვის წინათ კალაძემ და კონკრეტულ გეგმებზეც ისაუბრა. კერძოდ, წელს აჭარაში 50-დან 60 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია უნდა განხორციელებულიყო, "ტატა ჯგუფს" ენერგეტიკაში 100 მილიონი დოლარი უნდა დაებანდებინა, ხოლო "დარიალჰესის" პროექტს 30 მილიონი დოლარი მოეტანა.

"ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციებია. მხოლოდ ენერგეტიკის მიმართულებით, 2015 წელს 640 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიცია განხორციელდება", - სჯეროდა კალაძეს.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია