საქართველოში იმპორტირებული კარტოფილის თითქმის ნახევარი სომხეთზე მოდის

საქართველოში იმპორტირებული კარტოფილის თითქმის ნახევარი სომხეთზე მოდის

საქართველოს მრავალფეროვანი ბუნებრივ-კლიმატური პირობები როგორც სასურსათო, ასევე სათესლე და ეკოლოგიურად სუფთა კარტოფილის წარმოების შესაძლებლობას იძლევა.

ამის შესახებ ექსპორტის პოტენციალის მქონე 21 პრიორიტეტული პროდუქტის ჩამონათვალშია აღნიშნული. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კარტოფილი გარემო პირობების მიმართ შემგუებლობით გამოირჩევა. მისი გაღვივებისთვის საკმარისია 5-6 გრადუსი ცელსიუსით, ხოლო ოპტიმალური ტემპერატურა 13-15 გრადუსი ცელსიუსით, რაც საქართველოს დაბალ ზონაში (ქვემო ქართლის რეგიონი), სადაც ტემპერატურის დაწევა ადრეულ პერიოდში ხდება, საადრეო კარტოფილის წარმოების საუკეთესო პირობებს ქმნის.

კარტოფილის მწარმოებელი ძირითადი რეგიონებია სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი და აჭარა. ადგილობრივ ბაზრებს საადრეო კარტოფილი ქვემო ქართლის რეგიონებიდან მაისის შუა რიცხვებიდან მიეწოდებათ. დანარჩენი რეგიონებიდან კი კარტოფილი ბაზარზე სექტემბრის დასაწყისიდან თებერვალი-აპრილის ბოლომდეა ხელმისაწვდომი.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში 2010 წელს 228 800 ტონა კარტოფილი აწარმოეს. 2011 წელს წარმოების მაჩვენებელი გაიზარდა და მან 273 900 ტონა შეადგინა. 2012 წელს საქართველოში 252 000 ტონა, ხოლო 2013 წელს - 296 100 ტონა კარტოფილი აწარმოეს. სამცხ -ჯავახეთის რეგინოზე კარტოფილის წარმოების 55%, ქვემო ქართლის რეგიონზე - 31%, აჭარის რეგიონზე - 4%, ხოლო დანარჩენ რეგიონებზე - 10% მოდის.

2012 წლის მონაცემებით, საქართველოში კარტოფილის იმპორტის თანხობრივმა მაჩვენებელმა 6 571 000 აშშ დოლარი შეადგინა. 2013 წელს იგივე მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირდა და 1 867 000 აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო 2014 წელს კარტოფილის იმპორტის თანხობრივი მაჩვენებლის მკვეთრი მატება დაფიქსირდა და მან 7 032 000 აშშ დოლარი შეადგინა.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია