"ძველბიჭობ თუ რა გინდა? წესიერად ილაპარაკე, ნუ გადაიჯ..." - გაბაშვილი-ვოლსკის უცენზურო შეძახილები პარლამენტის ფოიეში

"ძველბიჭობ თუ რა გინდა? წესიერად ილაპარაკე, ნუ გადაიჯ..." - გაბაშვილი-ვოლსკის უცენზურო შეძახილები პარლამენტის ფოიეში

პარლამენტში დეპუტატები გია ვოლსკი და გოკა გაბაშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ინციდენტი ცოტა ხნის წინ, სხდომათა დარბაზთან მოხდა.

დეპუტატებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული პირების საკითხს მოჰყვა, რომელთა გათავისუფლების მიზნითაც "ნაციონალური მოძრაობა" მმართველი გუნდისგან "დროული და ქმედითი ნაბიჯების" გადადგმას მოითხოვს.

სიტუაცია მანდატურების ჩარევის შედეგად განიმუხტა. ამ დროისთვის ინციდენტი ამოწურულია.

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."