"მაკურთხა, ოპერაცია არ გაიკეთოო" - როგორ განკურნა მამა ანთიმოზი პატრიარქის საჩუქარმა

"მაკურთხა, ოპერაცია არ გაიკეთოო" - როგორ განკურნა მამა ანთიმოზი პატრიარქის საჩუქარმა

არქიმანდრიტი ანთიმოზი (ბიჩინაშვილი) "ფეისბუქის" პირად გვერდზე იმ სასწაულზე წერს, რაც პატრიარქის ნაჩუქარმა ფეხსაცმელმა მოახდინა:

"პატრიარქის საჩუქარი,

სამი თვის უკან უწმიდესი გიბარებსო.

მივედი საპატრიარქოში საღამოს ლოცვაზე. სტუმრები იყვნენ. მორჩა ლოცვა. ყველას ესაუბრა, მოეფერა.

გახდა 11 საათი. უწმიდესი საძინებელში აბრძანდა. დაცვის ბიჭებმა მითხრეს შედიო. საძინებლის წინ მისაღები აქვს. ფეხები უკან მრჩება, მერიდება. უწმიდესს 87-დან ვიცნობ, მის სიახლოვეს ყოველთვის ენა მივარდება.

მესაუბრა, მომეფერა. მერე მაკურთხა, ოპერაცია არ გაიკეთოო! ანუ მარჯვენა მუხლში ხელოვნური სახსრები არ ჩაიდგა, ჯერ ახალგაზრდა ხარ და იმკურნალეო.

მერე აბრძანდა და საძინებელში გავიდა.

ორ წუთში გამოდის და ფეხსაცმელი მოაქვს. მეუბნება: სულ ორჯერ მეცვაო და მჩუქნის.

დავარდი მუხლებზე, ამიტყდა ტირილი, ხელზე ვკოცნი და ვეუბნები: მადლობა თქვენო უწმიდესობავ! ამ ფეხსაცმელს არასდროს გავიხდი-მეთქი.

ღიმილით მპასუხობს: არა, არა ღამე გაიხადეო ))))))))))))))))))))

რაც ის ფეხსაცმელი ჩავიცვი, მუხლი ჯერ ისე არ გამსიებია, რომ სიარული არ შემეძლოს!

არქიმანდრიტი ანთიმოზი (ივერიელი)", - წერს მამა ანთიმოზი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს