შერლოკ ჰოლმსის, იგივე ბენედიქტ კამბერბეჩის წერილი თოვლის ბაბუას

შერლოკ ჰოლმსის, იგივე ბენედიქტ კამბერბეჩის წერილი თოვლის ბაბუას

სასწაულებისა და სურვილების ახდენის მოზრდილებსაც სჯერათ - არც ცნობილი მსახიობი ბენედიქტ კემბერბეჩია გამონაკლისი. მან ბრიტანელ თოვლის ბაბუას ინსპირაციული წერილი მისწერა.

"ძვირფასო თოვლის ბაბუა!

რა გაეწყობა, მეგობარმა მთხოვა შენთვის წერილი მომეწერა... უნდა გამოვტყდე, რომ სათქმელზე ბევრი ვიფიქრე. პირველ რიგში იმიტომ, რომ როგორც მოზრდილების უმრავლესობა, თავს უხერხულად ვგრძნობ, როცა რაიმეს გთხოვ - ჩვენი დრო ხომ უკვე დიდი ხანია გავიდა. ახლა ხომ საჩუქრებს თავად ვჩუქნით საკუთარ თავს, განვსაზღვრავთ ჩვენს ბედისწერას, ჩვენს ქმედებებზე პასუხს თავად ვაგებთ და ვცხოვრობთ სამყაროში, რომელიც ჩვენ შევქმენით.

დროს უკან ვეღარ დავიბრუნებთ და ვერ შეგთხოვთ ეკოლოგიაში ან მიგრაციის კრიზისში დაგვეხმარო, ვერც ჯანდაცვის, განათლების გამოსწორებას, ვერც ღარიბებისთვის საკვებს, ადამიანთა უფლებების დაცვას, ფუნდამენტალიზმსა და ომში თანადგომას შეგევედრებით.

თუმცა ღმერთმა იცის, რომ ამ ყველაფერში გასამკლავებლად დახმარება ნამდვილად გვჭირდება.

ამით არ ვგულისხმობ, რომ თანადგომა არ შეგიძლია - შენ ძალიან კარგი ხარ. მიუხედავად იმისა, რომ შენი კოსტიუმის ფერი კორპორაციული მოგების სასარგებლოდ იცვლებოდა და მიუხედავად იმისა, რომ ძველი რიტუალები ძალიან შორს დგას სპონტანური სურვილებისგან - როგორიცაა მფრინავი სკეიტი (ჰავერბორდი)...

მოზრდილები დროს ფუჭად გაკარგვინებენ, შენი არსებობის მიზანი კი ეს არ არის. შენ ბავშვებს სჭირდები. ბავშვებს, რომლებსაც ამ სამყაროში პატარა სასაწულები სჭირდებათ, სამყაროში, სადაც მოზრდილთა ცივი შეგნებითა და წინააღმდეგობებით, უდანაშაულობასა და პასუხისმგებლობას შორის საზღვრები თანდათან იშლება.

აი, რა მინდოდა შენთვის მეთხოვა - ცოტა უფრო მეტი დრო იმისთვის, რომ ბავშვები ბავშვებად დარჩნენ, ზრაპრული - ჯადოსნური სამყარო და თამაშები დიდხანს გაგრძელდეს მათთვის. მოარიდე ისინი ამ შეშლილ სამყაროს, რათა სიცილი შეძლონ და არ იტირონ.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება