თელავში მკვლელობაში ბრალდებულის შვილმა თავი ჩამოიხრჩო

თელავში მკვლელობაში ბრალდებულის შვილმა თავი ჩამოიხრჩო

წუხელ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კულდღელაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის შვილმა თავი ჩამოიხრჩო. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბექა ჯველაურის მკვლელობაში ბრალდებულის, გიორგი ნ-ს შვილმა, 32 წლის ალექსი ნ-მ თვითმკვლელობამდე დანით სხეულის დაზიანება მიაყენა 1988 წელს დაბადებულ ლევან ჩ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ალექსი ნ მომხდარიდან რამდენიმე საათში, ყვარლის რაიონის სოფელ შაქრიანის მიმდებარე ტერიტორიაზე მწყემსმა ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვა.

ლევან ჩ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

შეგახსენებთ, კურდღელაურში, 64 წლის გიორგი ნ-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1990 წელს დაბადებულ ბექა ჯველაურს.

იხილეთ ვრცლად

"კახეთის ხმა"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა