არასწორი დიაგნოზი, თუ ექიმების გულგრილობა - 50 ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი დაისვა

არასწორი დიაგნოზი, თუ ექიმების გულგრილობა - 50 ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი დაისვა

ხშირად ცდებიან თუ არა ექიმები საქართველოში? - ეს შეკითხვა განსაკუთრებით მძაფრი გახდა გასულ კვირას, 8 წლის ბუკა ნიკურაძის გარდაცვალების შემდეგ - ბავშვის მშობლები ექიმს დიაგნოზის არასწორად დასმაში ადანაშაულებენ. გასულ კვირას ასევე ცნობილი გახდა, რომ გარდაიცვალა 3 წლის გოგონა. წინასწარი მონაცემებით, პატარას ჩუტყვავილა ჰქონდა. გავრცელებული ინფორმაციით, გოგონას დედამ პედიატრს დროულად მიმართა, თუმცა ექიმმა ბავშვის საავადმყოფოში გადაყვანა საჭიროდ არ ჩათვალა.

სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როცა ექიმების ქმედება პროფესიულ პასუხისმგებლობას სცილდება და სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთება. ექიმის მიერ დაშვებული ყველაზე "უწყინარი" შეცდომაც კი, იქნება ეს სამედიცინო დოკუმენტაციის არასწორად წარმოება თუ კონკრეტულ მომენტში გამოჩენილი გულგრილობა, შესაძლოა, პაციენტისთვის ფატალური შედეგით დასრულდეს.

თემურ პირველაშვილი, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის მოადგილე: - ჩვენთან შემოსული საჩივრების ნაწილი შეიცავს პრეტენზიებს ჩატარებული მკურნალობის ხარისხის მიმართ, უმეტეს შემთხვევაში კი საჩივრები ფინანსურ საკითხებს ეხება - პაციენტები ან მათი ახლობლები მოგვმართავენ საჩივრით მაშინ, როცა განმეორებით დგება მკურნალობის საჭიროება და აქვთ პრეტენზია წინა პერიოდში ჩატარებული მკურნალობის მიმართ. ყველა შემთხვევაში საკითხის შესწავლა ხდება სამედიცინო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით. თუ საჭირო ხდება გარკვეული საკითხების დაზუსტება, ამას ერთვის ექიმების ახსნა-განმარტება. ჩვენ ვადგენთ, რამდენად იყო დაცული ექიმების ქმედებისას კანონმდებლობით გაწერილი მოთხოვნები.

ექიმის საქმიანობაში რამე ხარვეზის გამოსავლენად ვიშველიებთ დარგის ექსპერტებს. რამდენიმე ექსპერტი აფასებს კონკრეტული ექიმის ქმედებას და შემდეგ ეს საკითხი პროფესიული განვითარების საბჭოზე განიხილება, რომელიც საკმაოდ წარმომადგენლობითია და მისი წევრები არიან ჯანდაცვის მინისტრი, სხვადასხვა დარგის ექსპერტები, პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის წევრები და ა.შ. რა თქმა უნდა, არის შემთხვევები, როცა კონკრეტული ფაქტის შესწავლისას იკვეთება ქმედება, რომელიც სცილდება ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობას. ასეთ შემთხვევაში დოკუმენტაცია სამართალდამცავ ორგანოებს ეგზავნება. ასევე არის შემთხვევები, როცა კონკრეტულ საქმეს პარალელურად სწავლობენ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო და სამართალდამცავი ორგანოები.

- 8 წლის ბუკა ნიკურაძის საქმეს თუ იცნობს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო და რისი თქმა შეგიძლიათ ამ ეტაპზე?

ნინო ხუციშვილი, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსი:

- გარკვეული ხნის წინ პაციენტის მშობლის მომართვის საფუძველზე დავიწყეთ ამ საკითხის შესწავლა. ამ ეტაპზე დოკუმენტაცია სარეცენზიოდ არის გაგზავნილი.

ბავშვის გარდაცვალების შემდეგ, ჯერჯერობით, მშობლებს წერილობით არ მოუმართავთ. იმ შემთხვევაში, თუ ამ ახალი გარემოებების გათვალისწინებით მოგვმართავენ, საკითხს კიდევ ერთხელ შევისწავლით.

- არსებული გარემოებებით რისი თქმა შეგიძლიათ? მშობლებს აქვთ პრეტენზია, რომ ექიმმა ბავშვს მცდარად დაუსვა დიაგნოზი და 8 წლის ბიჭის მდგომარეობის დამძიმება არასწორმა მკურნალობამ გამოიწვია.

- არის იმ პერიოდის დოკუმენტაცია, როცა ბავშვი იაშვილის კლინიკაში მკურნალობდა. ამის შემდეგ, რამდენადაც გვაქვს ინფორმაცია, პაციენტი თურქეთში გადაიყვანეს. საკმაოდ დიდი დროა გასული მას შემდეგ, რაც ის იაშვილის კლინიკაში იწვა. მაშინ მცდარ დიაგნოზზე არ იყო ლაპარაკი, პრეტენზია ეხებოდა მკურნალობის ხარისხს და იმას, თუ რატომ დამძიმდა ბავშვის მდგომარეობა. რაც შეეხება დიაგნოზს, სავარაუდოდ, ახლა მშობლები თურქეთში გაკეთებულ კვლევაზე დაყრდნობით აპელირებენ. უნდა წარმოადგინონ ჩვენთან ამ ტიპის მომართვა და მას გავითვალისწინებთ. ვიდრე არ იქნება საბოლოო დასკვნა - რეცენზია, რთულია რამის წინასწარ თქმა.

თემურ პირველაშვილი: - გვამის პათანატომიური გამოკვლევისთვის აუცილებელია გარდაცვლილის კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა. ამის გარეშე რთულია განსაზღვრო, რამდენად იყო პაციენტის­ გარდაცვალების მიზეზი ექიმის არასწორი ქმედება.

- რა არის ყველაზე ხშირად ექიმების შეცდომის მიზეზი - გულგრილობა, დაბალი კვალიფიკაცია...

- დღეს გაცილებით მეტია ტექნოლოგიური შესაძლებლობა, შესაბამისად, ზუსტი დიაგნოზის განსაზღვრა გაცილებით იოლია. რა თქმა უნდა, ექიმების კვალიფიკაცია სასურველია, იყოს უფრო მაღალი, განსაკუთრებით რეგიონებში, თუმცა იქაც არიან ექიმები, რომლებსაც ბევრი წამყვანი კლინიკა ინატრებდა.

- იაშვილის კლინიკაში ჩუტყვავილას დიაგნოზით გარდაცვლილ ბავშვთან დაკავშირებით რა ცნობები გაქვთ? გავრცელებული ინფორმაციით, ამ შემთხვევაშიც იკვეთება პედიატრის გადაცდომა, რომელმაც გოგონას მდგომარეობა დაავადების განვითარების პირველ ეტაპზე არაჯეროვნად შეაფასა.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია