წამების ფაქტზე დაკავებული გიორგი სამუშიას ადვოკატის მტკიცებით, ე.წ. მოდულის შენობაში არ უშვებენ

წამების ფაქტზე დაკავებული გიორგი სამუშიას ადვოკატის მტკიცებით, ე.წ. მოდულის შენობაში არ უშვებენ

თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების ფაქტზე მთავარი პროკურატურის მიერ დაკავებული გიორგი სამუშიას ადვოკატ რომეო საჯაიას ე.წ. მოდულის შენობაში არ უშვებენ.

როგორც საჯაიამ "ინტერპრპრესნიუსს" განუცხადა, ის ე.წ. მოდულის შენობასთან უკვე რამდენიმე საათია იმყოფება.

საჯაიას შეფასებით, ამით მისი დაცვის ქვეშ მყოფთან მიმართებაში ირღვევა ადვოკატის ყოლის კანონიერი უფლება.

ამასთან, ადვოკატის განმარტებით, ჯერჯერობით არ გაცნობია არც ბრალდების დადგენილებას და არც დაკავების ოქმს.

"ჩემი ინფორმაციით, საქმე ეხება "აფხაზი ტერორისტის" ცემის ფაქტს, რომელიც ტერაქტის მოწყობაში რამდეჯერმე იყო ეჭვმიტანილი", - განაცხადა ადვოკატმა.

აღსანიშნავია, რომ რომეო საჯაია აღნიშნულ საქმეზე გიორგი სამუშიას გარდა იცავს გიგი კალანდაძის და რომან შამათავას ინტერესებსაც.

რაც შეეხება კიდევ ერთ ბრალდებულ დათა ახალაის, მისი ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი იქნება.

მთავარმა პროკურატურამ რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსანი პასუხისგებაში მისცა. უფრო კონკრეტულად, წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ დავით ახალაია, გიორგი კალანდაძე, მეგის ქარდავა და რომან შამათავა, ხოლო შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი გიორგი სამუშია დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ