ანასტასია ზაუტაშვილი და ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულები თვითდაზიანებებით იმუქრებიან

ანასტასია ზაუტაშვილი და ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულები თვითდაზიანებებით იმუქრებიან

ანასტასია ზაუტაშვილი და ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულები ალეკო ელისაშვილის ინფორმაციაზე გამოძიების შედეგებს ახალ წლამდე ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში თვითდაზიანებებით და პროტესტის სხვა უკიდურესი ფორმებით იმუქრებიან, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე მსჯავრდებულების ადვოკატმა მირიან ნიკოლაძემ განაცხადა.

ადვოკატის ინფორმაციით, შეწყალების კომისიის ყოფილი და მოქმედი თავმჯდომარეების ალეკო ელისაშვილისა და ზვიად ქორიძის განცხადებებს მსჯავრდებულები სრულ სიცრუეს უწოდებენ და აცხადებენ, რომ არანაირი 2 მილიონის ოდენობის თანხა მათ სახელს არ უკავშირდება.

ადვოკატის განცხადებით, ჯერ კიდევ 2011 წელს, მსჯავრდებულების დაკავებიდან 1 წლის შემდეგ, კუდ-ის ყოფილი ხელმძღვანელის სოსო თოფურიძის დავალებით, ნარკოტრეფიკში მონაწილეობისთვის დაუსწრებლად უვადო პატიმრობამისჯილ ბოჭორიშვილს კუდ-ის ოპერ-თანამშრომელი დაუკავშირდა და თოფურიძის დანაბარები გადასცა.

"კუდ-ის თანამშრომელმა ბოჭორიშვილს უთხრა, რომ თუკი გადაიხდიდა 2 მილიონს, მოუგვარებდა საქმეებს. ბოჭორიშვილმა ეს საუბარი ჩაიწერა. იგი გადაეცა საგამოძიებო უწყებას, თუმცა ამ დრომდე რეაგირება არ მოჰყოლია. ასევე ამ საქმეზე ბრალდებული ანასტასია ბოჭორიშვილისა და სხვა მსჯავრდებულთა მიმართ სასტიკ წამებაზე დაწყებულია გამოძიება, რომელზეც ამ დრომდე არ არის რეაგირება. გარდა ამისა, მსჯავრდებულებს პროკურატურაში კიდევ 3 განცხადება აქვთ დაწერილი, რაზეც ასევე არ ხდება რეაგირება", - განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, ელისაშვილისა და ქორიძის მიერ გაკეთებული განცხადებები სრული სიცრუეა და 2 მილიონის შესახებ აპელირება ამ საქმეზე წლებია ხდება.

ადვოკატი შეწყალების კომისიის ყოფილ და მოქმედ თავმჯდომარეებს "უზნეობაში" ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მსჯავრდებულებს, რომელთა საქმე ქორიძემ და ელისაშვილმა კიდევ ერთხელ წამოწიეს, დაუკარგეს სამომავლოდ თავისუფლების პერსპექტივა შეწყალების სახით.

"მე შევხვდი მათ. ანასტასია ზაუტაშვილის ფსიქოლოგიური მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ სხვა მსჯავრდებულებსაც. ისინი ამბობენ, რომ თუ უახლოს 2 კვირაში გამოძიების შედეგი არ დადგება და თავად მსჯავრდებულები, ან ელისაშვილი და ქორიძე არ დაისჯებიან, უკიდურეს ზომებს მიმართავენ, მათ შორის თვითდაზიანებებს მიიყენებენ", - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

მისი თქმით, ადასტურებს, რომ კომისიას მსჯავრდებულების შეწყალებაზე რამდენჯერმე მიმართა, მათ შორის ბოლოს ზვიად ქორიძის თხოვნით, რომელიც ანასტასია ზაუტაშვილს დაჰპირდა, რომ განცხადებას პრეზიდენტს თავად შეუტანდა.

"ინტერპრესნიუსი"

გამოგვყევით, თუ დაინტრესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია.

გამოიწერეთ საზოგადოების სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში!

AMBEBI.GE/საზოგადოება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია