ლევან ბერძენიშვილის კომენტარი "კოკაინის საქმეში" ბრალდებული ნუგზარ ბოჭორიშვილის შესახებ

ლევან ბერძენიშვილის კომენტარი "კოკაინის საქმეში" ბრალდებული ნუგზარ ბოჭორიშვილის შესახებ

"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ ლევან ბერძენიშვილის განმარტებით, ე.წ. კოკაინის საქმეში ბრალდებული ნუგზარ ბოჭორიშვილი "რესპუბლიკური პარტიის" წევრი ნამდვილად იყო, მაგრამ მისი დამნაშავედ ცნობა პარტიის საქმიანობასთან დაკავშირებული არ ყოფილა.

როგორც ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, "რესპუბლიკური პარტია" ბოჭორიშვილს პოლიტიკურ პატიმრად ვერ მიიჩნევდა.

"ის არ დასჯილა და არ ყოფილა კანონის ინტერესის საგანი იმის გამო, რომ ის პარტიის წევრი იყო. "რესპუბლიკელობა" აქ არაფერ შუაშია. თუკი გარკვეული მტკიცებულებები არსებობს, პროკურატურამ ეს საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანოს", - განუცხადა ჟურნალისტებს ლევან ბერძენიშვილმა.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის ინფორმაციით, ნუგზარ ბოჭორიშვილი "რესპუბლიკური პარტიის" წევრი იყო, როცა მის მიმართ დევნა მიმდინარეობდა.

"ნუგზარ ბოჭორიშვილი იმ ეტაპზე და იმ პერიოდში, როდესაც მის მიმართ დევნა მიმდინარეობდა, "რესპუბლიკური პარტიის" წევრი იყო. ეს ცნობა და ეს დოკუმენტი არსებობდა. ეს საქმეშიც დევს, რაც თავად "რესპუბლიკურმა პარტიამ" გასცა და მას ჰქონდა მოთხოვნა, როგორც პარტიის წევრს, რომ მისი საქმე კომისიაზე განხილულიყო. საქმის განხილვა მოხდა, მაგრამ ამ ადამიანის გვარი პოლიტპატიმართა სიაში არ მოხვედრილა. პარლამენტის შესაბამის დადგენილებაში ამ ხალხის საქმე არ მოხვედრილა", - ამბობს კობახიძე.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."