"გამოიძიონ ეს საქმე, დავიღალეთ!"

"გამოიძიონ ეს საქმე, დავიღალეთ!"

2012 წლის 30 სექტემბრის ღამით (საპარლამენტო არჩევნების წინა დღეს) გურჯაანის რაიონის სოფელი კოლაგი შემზარავი­ ტრაგედიის მომსწრე გახდა - რაფალიანცების ოჯახის წევრებმა 10 თვის ბარბარეს გვამი იპოვეს წყლით სავსე ქვევრში, რომელსაც ზემოდან ქვა ჰქონდა დაფარებული. ოჯახის წევრების თქმით, ბავშვი ლოგინზე მძინარე დატოვეს, ნახევარ საათში კი ვეღარსად იპოვეს. ბარბარე რაფალიანცის ცხედრის პოვნის შემდეგ, ოჯახის წევრები ამბობდნენ, რომ მკვლელობა პოლიტიკური ნიშნით შურისძიებას უკავშირდებოდა, რადგან ბავშვის დეიდა "ქართული ოცნების" კოორდინატორი იყო.

რამდენიმე დღის წინ პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე მთავარი პროკურორობის კანდიდატმა ირაკლი შოთაძემ განაცხადა, რომ საქმის გამოძიება არაკვალიფიციურად დაიწყო და საწყის ეტაპზე არ მოიძიეს ის უტყუარი ნივთიერი მტკიცებულებები, რაც ამ საქმის წარმატებით გახსნას განაპირობებდა. მანვე საზოგადოებას აღუთქვა, რომ მთელ ძალისხმევას მიმართავს, რომ ბარბარე რაფალიანცის საქმე გაიხსნას.

"კვირის პალიტრა" ტრაგედიიდან მესამე წლისთავზე ბარბარე რაფალიანცის ოჯახს დაუკავშირდა და შეეცადა, მისგან გაეგო, რა არის ახალი ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ და ბურუსით მოცულ საქმეში.

დალი მექერიშვილი, ბარბარე რაფალიანცის დეიდა: - 3-4 თვეა, აღარავინ გვეხმიანება, არც რეკავენ, არც მოდიან. გვპირდებ­იან, ჩამოვალთ, ჩამოვალთო, მაგრამ არავინ მოდის. საქმეს შს სამინისტრო იძიებს. ჩვენც აღარ გვაქვს იმის საშუალება, რომ ვიაროთ თბილისში, უკანასკნელი კაპიკები თბილისში სიარულში დავხარჯეთ. გვინდა, ერთხელ და სამუდამოდ გამოიძიონ ეს საქმე, დავიღალეთ! სად აღარ ვიყავით, ყოველთვის ერთსა და იმავე პასუხს გვაძლევენ - ვიძიებთ, ჩვენი წყაროები გვყავს და საქმეს გავხსნითო. რაც ვიცოდით, ის ინფორმაცია მივაწოდეთ გამოძიებას, დანარჩენი მათი საქმე იყო.

გაგრძელება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ