ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებული ანასტასია ზაუტაშვილის პირველი საჯარო განცხადება

ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებული ანასტასია ზაუტაშვილის პირველი საჯარო განცხადება

ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებული ანასტასია ზაუტაშვილი შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით პირველ საჯარო განცხადებას აკეთებს.

ადვოკატის მეშვეობით ზაუტაშვილი ჟურნალისტებს ტელეფონით ესაუბრა და აღნიშნა, რომ მას არანაირი თანხა არავისთვის არ მიუცია.

ზაუტაშვილის განცხადებით, "ზღაპარია ის ინფორმაცია, რომელიც ალეკო ელისაშვილმა და ქორიძემ გამოძიებას მიაწოდეს".

"არასოდეს არ მითხოვია შეწყალება. ყოველთვის ვითხოვდი გამართლებას. პროკურატურა ჩემს საქმეს გადახედავს და თვითონ გამამართლებს. როდესაც ალეკო ელისაშვილი გახდა შეწყალების კომისიის თავმჯდომარე, იგი შემოსული იყო ციხეში. ამას ესწრებოდნენ სხვა მსჯავრდებულებიც. მან თქვა, რომ ჩემს საქმეს იცნობს და მითხრა, რომ ადვოკატებს მიეტანათ კომისიაში განცხადება, რომ უდანაშაულო ვარ, რის შემდეგაც პრეზიდენტს თვითონ შეუტანდა ჩემს საქმეს. სწორედ ამის შემდეგ გადავწყვიტე შეწყალების შესახებ განცხადება დამეწერა და ამის შემდეგ მოვიკითხე მანანა კობახიძესთან ჩემი საქმე. მანამდე შეწყალება არ მითხოვია. ვითხოვდი გამართლებას", - განაცხადა ზაუტაშვილმა.

მისი თქმით, იგი უკანონო პატიმარია და მხოლოდ იმიტომ ზის ციხეში, რომ იძულების მიუხედავად წარდგენილი ბრალდება არ აღიარა.

"ზღაპარია ფულის გადახდასთან დაკავშირებით განცხადებები. კანფეტიც არავისთვის მიმიცია", - განაცხადა ანასტასია ზაუტაშვილმა, რომელიც ე.წ. კოკაინის საქმეზე 2010 წელს სხვა პირებთან ერთად დააკავეს და უმაღლესი სასჯელი მიუსაჯეს.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ