ჟანა ფრისკეს ელიტური სახლები მომღერლის მამამ და ქმარმა გაიყვეს

ჟანა ფრისკეს ელიტური სახლები მომღერლის მამამ და ქმარმა გაიყვეს

ზუსტად ნახევარი წელი გავიდა ცნობილი რუსი მომღერლის ჟანა ფრისკეს გარდაცვალებიდან. სწორედ იმ დღიდან მოყოლებული, მომღერლის ახლობლები დაძაბულ ვითარებაში იმყოფებიან. ახლა კი, როგორც იქნა, მათ მისი ქონება გაინაწილეს. ჟურნალისტები არ გამორიცხავენ, რომ ვარსკვლავის ოჯახში კონფლიქტი მისი აგარაკის და მოსკოვის ბინის გამო წარმოიშვა.

ცნობილია, რომ გარდაცვლილ მომღერალს არ დაუტოვებია ანდერძი, ამიტომ ფრისკეს ახლობლებს მის საკუთრებაზე უფლების მოსაპოვებლად დრო დასჭირდათ. ფრისკეს ოროთახიანი ბინა ელიტურ სახლში წითელ პრესნზე მის მშობლებს დარჩათ. მოგვიანებით ეს სახლი მის შვილს, პლატონს გადაეცემა.

რაც შეეხება დიდებულ აგარაკს, რომლის ფართობიც 400 კვადრატული მეტრია, ის მის მეუღლეს, დიმიტრი შეპელევს დარჩა. შეგახსენებთ, რომ ფრისკეს უძრავი ქონება გახდა მიზეზი მის მეუღლესა და მამას შორის დრამატული გარჩევებისა. ანდერძის უქონლობის გამო გაჩნდა კითხვები მისი საბანკო ანგარიშის და სიმღერებზე უფლების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ ჟანა ფრისკე 2015 წლის 15 ივლისს 41 წლის ასაკში გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი თავის ტვინის სიმსივნე გახდა, რომელსაც მომღერალი ორი წელი ებრძოდა.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

რუსმა მომღერალმა მოყვა, როგორ გაიტაცეს თბილისში, გასტროლებზე ყოფნის დროს

16 წლის ზუგდიდელმა გოგონამ ემინემის გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა - "მეგობრებმა და დედამ მთხოვეს ეს ვიდეო ჩამეწერა..."

რატომ ზრდის შვილს ძიძის გარეშე ჯანეტ ქერდიყოშვილი და როგორ უვლის თავს ახალბედა დედა - "28 იანვრის მერე მივხვდი, რისთვის ვარ ამქვეყნად"