ფოტოფაქტი: ჩამოვარდნილი საახალწლო განათება ვაკეში - "...არადა, ანთებულიც არ იყო წესიერად"

ფოტოფაქტი: ჩამოვარდნილი საახალწლო განათება ვაკეში - "...არადა, ანთებულიც არ იყო წესიერად"

ჟურნალისტი ლაშა ბერულავა საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე გადაღებულ ფოტოს ავრცელებს. ფოტოზე ასახულია საახალწლო ილუმინაციები, რომლებიც საავტომობილო გზაზეა ჩამოვარდნილი. ბერულავა წერს: "გუშინ, თამარაშვილზე, არადა, ანთებულიც არ იყო წესიერად. არადა, ლამაზიც იყო". პოსტს მოყვა გამოხმაურება ფეისბუქზე: "ალბათ ნაცებმა ჩამოაგდეს"; "რა ჯადო სჭირთ?!" - წერენ ფეისბუქ-მომხმარებლები.

როგორც შპს "სინათლის ქალაქში" განაცხადეს, განათება ძლიერმა ქარმა ჩამოაგდო, თუმცა მისი აღდგენა მალევე მოხდა.

შეგახსენებთ, დედაქალაქის ცენტრალური ქუჩები ახალი დიზაინის ილუმინაციებით გუშინ, 15 დეკემბერს განათდა. თუმცა, საახალწლო განათებას ხარვეზების გარეშე არ ჩაუვლია: რუსთაველის გამზირის ნაწილზე განათება არ ჩაირთო.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს