წამალარეულები

წამალარეულები

ერთ თემას ვარჩევ ხოლმე, როდესაც მორიგ "პროვოკაციაზე" ვფიქრობ ყოველ სამშაბათს და ვცდილობ, რომ ეს თემა თუ პრობლემა, ადგილის სიმცირის გამო, მაქსიმალურად კომპაქტურად და მოკლედ შემოგთავაზოთ. თუ ეს ხერხდება, ხანდახან სხვა რამეზეც ვამახვილებ ხოლმე თქვენს ყურადღებას. ახლა, რატომ "გავამხილე" ჩემი მუშაობის ეს დეტალი: გასულ ხუთშაბათს გამოქვეყნებულ სვეტში ნახსენები და დიდი გნიას-ალიაქოთის გამოწვევი, პატრიარქის სრულიად გულწრფელი და იმ კონკრეტული სიტუაციიდან (პატიმარ ქალთა სპექტაკლს ვგულისხმობ) გამომდინარე სურვილი თუ ნატვრა (ნეტავ უფლება მქონდეს, რომ ესენი ყველა შევიწყალოო), შემდგომი დიდი და, ჩემი აზრით, სამარცხვინო ამბების მხოლოდ "პრელუდია" გახდა.

შეგახსენებთ: ჯერ პატრიარქს წაესივნენ აფთრებივით, მას რომ შეწყალების უფლება მიეცეს, ამით უამრავი ღვთისმსახური თუ პოლიტიკოსი ისარგებლებს და "ფულის კეთებას" დაიწყებსო; მერე ალეკო ელისაშვილმა თქვა ის, რაც თქვა; მერე ზვიად ქორიძემ დაამატა რაღაც მსგავსი უმსგავსობა (კარგია ტავტოლოგია ხანდახან, ზუსტია); მერე მანანა კობახიძემ თავდაცვითი პოზიციიდან და ნირწამხდარმა ისაუბრა; მერე პროკურატურაში ტელეფონიდან მესიჯები გაქრა და ა. შ.

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ დღეს ძალიან გამიძნელდება ერთი ამბით შემოფარგვლა, რადგან მთელი ეს ნაგავი ერთ მძივად არის ასხმული...

ალეკო ელისაშვილს დიდი ხანია ვიცნობ, მეგობრად ვთვლი, კოლეგა ხომ არის და არის და ამიტომ ძალიან მიჭირს იმის თქმა, თუ რა მინდა: მართალი აღმოჩნდეს თუ მტყუანი.

მაგრამ გვერდით გადავდოთ ის, თუ რა მირჩევნია მე, ის ვთქვათ, საქმე რასთან გვაქვს. ვთქვათ კი არა, იქნებ მივხვდეთ, თორემ ვარიანტი ბევრია და აბსოლუტურად განსხვავებული ერთმანეთისგან: 1. ელისაშვილი სრულ სიმართლეს ლაპარაკობს და ბესელია, კომბახიძეც და სხვები მექრთამეები არიან; 2. ელისაშვილს მართლაც ურეკავდნენ და სთხოვდნენ ნარკოტიკებით ვაჭრობის გამო ბრალდებულის შეწყალებას, მაგრამ ეს მათი, მხოლოდ როგორც ადვოკატების სურვილი იყო; 3. ელისაშვილი ყველაფერს იგონებს და ამით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს, რადგან ადრევე საუბრობდნენ, რომ მას პარტიის შექმნა სურს; 4. ელისაშვილი ყველაფერს იგონებს, რადგან "ნაცების" აგენტია და მათგან ფინანსდება; 5. ელისაშვილს ყველაფერი დაესიზმრა; 6. ელისაშვილი გოიმია, ეს ინფორმცაია თავის დროზე ვერ "დააბინავა" წესისა და კანონის შესაბამისად და ახლა რაც მოუვა, თავის თავს დააბრალოს; 7. ელისაშვილი გიჟია, შეიძლება ბომბი დაგვიდოს ან დაგვკბინოს, მაგის იზოლირებაა საჭირო და ა. შ.

დასკვნის ნებისმიერი ამ ვარიანტთაგანი სურვილის მიხედვით შეგიძლიათ აირჩიოთ, მაგრამ ამ "დასკვნათა დასკვნა" ერთია და მოდი, ამაზე ნუ ვიდავებთ: ძალიან, ძალიან, ძალიან ცუდად არის საქმე! ადგილი დავზოგე, თორემ ამ "ძალიან"-ებით ორი გვერდი რომ შეგვევსო, ალალი იქნებოდა.

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" საიტზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია