ბათუმის საავადმყოფოში ქუნთრუშას დიაგნოზით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა

ბათუმის საავადმყოფოში ქუნთრუშას დიაგნოზით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა

ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ცენტრში 15 დეკემბერს ქუნთრუშას დიაგნოზით 6 წლის ბავშვი დაიღუპა. ბავშვი შუახევის სოფელ მაწყვალთიდან სამედიცინო ცენტრში გადაყვანის შემდეგ ხუთ საათში გარდაიცვალა.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის ნინო ნიჟარაძის თქმით, გარდაცვლილ ბავშვს ოჯახის ექიმის მიერ წითელას დიაგნოზი ჰქონდა დადგენილი, თუმცა ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში მძიმე სეფტიურ-ტოქსიური შოკით ქუნთრუშა დაუდგინეს.

ანგისაში მდებარე დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ცენტრში 15 დეკემბერს გარდაცვლილი ბავშვის ოჯახიდან კიდევ ორი მცირეწლოვანი მიიყვანეს, მაღალი სიცხითა და ოტიტით (ყურის ანთებით).

"ორივე მათგანს ამბულატორიული დანიშნულება მიეცა", – უთხრა ნინო ნიჟარაძემ "ბათუმელებს".

მისივე ინფორმაციით, ბავშვები სახლში გადაიყვანეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

წყარო: batumelebi

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია