სანტა - მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ბრენდი

სანტა - მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ბრენდი

წარმოიდგენდით, რომ სანტა კლაუსი მსოფლიოში ყველაზე ცნობადი ბრენდია, რომლის ღირებულება ისეთი ბრენდების ღირებულებას აჭარბებს, როგორებიც Apple, Coca-Cola და Google-ია?

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ბრენდით ფულის შოვნას არა მხოლოდ პროდუქტის მწარმოებლები, არამედ სხვადასხვა ქვეყნებიც ცდილობენ. სანტა კლაუსი ხომ არაჩვეულებრივი საშუალებაა ტურისტების მოსაზიდად.

შევხედოთ სანტას, როგორც ეკონომიკური კვლევის ობიექტს და მეცნიერთა კვლევის სხვადასხვა ასპექტს აღმოვაჩენთ.

ბაბუა თეთრ-წითელ სამოსში

სანტა კლაუსის, როგორც ხალისიანი, საშობაო, საჩუქრებით დატვირთული მარხილიანი ბაბუას სახე, აშშ-სა და კანადაში მე-19 საუკუნეში ჩამოყალიბდა.

1809 წელს მის შესახებ "ნიუ-იორკის ისტორიაში" ვაშინგტონ ირვინგი მოგვითხრობდა. თემა, მოგვიანებით, 1832 წელს განავრცო კლემენტ კლარკ მურმა პოემაში - "შობის წინა ღამე" (იგივე " წმინდა ნიკოლოზის ვიზიტი" A Visit from St. Nicholas).

1863 წელს Harper’s Weekly - ს მხატვარმა ტომას ნესტმა სანტა-კლაუსის კარიკატურები შექმნა, რომლებიც შემდეგ საბავშვო ლიტერატურის ილუსტრაციებადაც გამოიყენა.

მე-20 საუკუნის დასაწყისში სანტა კომერციული მიზნებით პირველად რეკლამებში გამოჩნდა. მაგალითად, 1915 წელს კომპანია White Rock Beverages - მა გამაგრილებელი სასმელების მწარმოებლებს შორის პირველმა გამოიყენა ეს პერსონაჟი თავისი მინერალური წყლების გაყიდვების გასაზრდელად. იგივე კომპანიამ სანტას სახე 1923 წელს ჯანჯაფილის სასმელის (Ginger Ale) რეკლამაშიც გამოიყენა.

White Rock Beverages-ის სარეკლამო განცხადებებში სანტას უკვე ეცვა თავისი საფირმო "თეთრ-წითელი" სამოსი, თუმცა განსაკუთრებული პოპულარობა კეთილმა ბაბუამ მას შემდეგ შეიძინა, რაც ის Coca-Cola-ს რეკლამაში გამოჩნდა.

1931 წელს მხატვარმა ჰედონ სანდბლომმა მანამდე არსებული სანტა "სრულყო", ანუ "დახატა თავად სანტა და არა ადამიანი, რომელსაც უბრალოდ სანტას კოსტუმი ეცვა".

მას შემდეგ სანტა ძალიან პოპულარული გახდა და პირველ რიგში, ის სწორედ სანდბლომის ნახატთან ასოცირდება. საშობაოდ პრესაში სულ უფრო ხშირად ჩნდება ცნობები სანტას "ცხოვრებიდან", ხოლო მის "ბიზნესს" სახელმწიფო უწყებებიც კი სერიოზულად ეკიდებიან.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს