საზარელი მკვლელობა თბილისში: მოკლული მამა-შვილი საკუთარ სადარბაზოსთან იპოვეს

საზარელი მკვლელობა თბილისში: მოკლული მამა-შვილი საკუთარ სადარბაზოსთან იპოვეს

დიღმის მასივში მამა-შვილი მოკლული იპოვეს. "რუსთავი2"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა გამთენიისას, ფერაძის ქუჩაზე მოხდა. მამაკაცი და 5 წლის ბავშვი მათივე საცხოვრებელი სახლის სადარბაზოს შესასვლელთან ნახეს. წინასწარი ინფორმაციით, ბავშვი გაგუდულია, მამაკაცი კი თავში დარტყმის შედეგად დაიღუპა.

მეზობლების განცხადებით, მათ ხმაური გაიგეს, გარეთ გამოსულებმა კი მოკლული მამა-შვილი ნახეს.

ასევე "რუსთავი2"-ის ცნობით, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. 5 წლის ბავშვის დედა და ოჯახის სხვა წევრები დაკითხვაზე იმყოფებიან. ცხედრებს კი ექსპერტიზა უტარდებათ.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ საქმე "სისხლის სამართლის კოდექსის" 109-ე მუხლით აღიძრა, რაც პასუხისმგებლობას დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობაზე აწესებს.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია