ვარდების რევოლუციის მოედანზე 5 იანვრამდე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება

ვარდების რევოლუციის მოედანზე 5 იანვრამდე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება

დღეს ღამიდან 5 იანვრამდე ვარდების რევოლუციის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, მოძრაობის შეზღუდვა საახალწლო ღონისძიებების მოსამზადებელ სამუშაოებს უკავშირდება.

"შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ ქალაქ თბილისის მერიის მიერ საახალწლო ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით, 2015 წლის 21 დეკემბერს 00:00 საათიდან, ვარდების რევოლუციის მოედანზე ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა აიკრძალება. ვარდების რევოლუციის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა 2016 წლის 5 იანვრიდან აღდგება", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია