დიღომში მომხდარი საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები გახდა ცნობილი

დიღომში მომხდარი საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები გახდა ცნობილი

მოკლა თუ არა 27 წლის მეუღლე და 5 წლის შვილი ახალგაზრდა ქალმა? - გარდაცვლილების მეზობლები "პალიტრასთან" პირად საუბარში ჰყვებიან, რომ მცირეწლოვანი ბავშვის დედამ მეუღლისა და შვილის მკვლელობა აღიარა.

მკვლელობა გამთენიისას, ფერაძის ქუჩაზე მოხდა. მამაკაცი და 5 წლის ბავშვი მათივე საცხოვრებელი სახლის სადარბაზოს შესასვლელთან ნახეს. წინასწარი ინფორმაციით, ბავშვი გაგუდულია, მამაკაცი კი თავში დარტყმის შედეგად დაიღუპა.

მეზობლების განცხადებით, მათ ხმაური გაიგეს, გარეთ გამოსულებმა კი მოკლული მამა-შვილი ნახეს.

5 წლის ბავშვის დედა და ოჯახის სხვა წევრები დაკითხვაზე იმყოფებიან. ცხედრებს კი ექსპერტიზა უტარდებათ.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ საქმე "სისხლის სამართლის კოდექსის" 109-ე მუხლით აღიძრა, რაც პასუხისმგებლობას დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობაზე აწესებს.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ მკვლელი ცხედრების გადამალვას ცდილობდა.

იხილეთ ვიდეო

საზარელი მკვლელობა თბილისში: მოკლული მამა-შვილი საკუთარ სადარბაზოსთან იპოვეს

მოკლული მამა-შვილის მეზობლები დანაშაულის ჩადენის ვერსიებს ასახელებენ

კორონავირუსის 133 ახალი შემთხვევა და 12 გარდაცვლილი - ბოლო 24 საათში ქვეყანაში 10 678 ტესტი ჩატარდა

"იმედი გვაქვს, ზაფხულისთვის გეგმას არა მხოლოდ დავეწევით, არამედ გავასწრებთ" - პაატა იმნაძე ვაქცინაციაზე

"რატომ მომატყუა ბიძინამ 2012 წელს ასე მწარედ? კინაღამ დავკალით ერთმანეთი მე და ნიკამ... ამას არ ვაპატიებ" - ანზორ მელია