რას ფიქრობს ხალხი ევრაზიულ კავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებაზე - NDI-ის კვლევის შედეგები

რას ფიქრობს ხალხი ევრაზიულ კავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებაზე - NDI-ის კვლევის შედეგები

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 24% ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს. გამოკითხულთა 58% კი აცხადებს, რომ საქართველო ევროკავშირში უნდა გაწევრიანდეს.

NDI-ის გამოკითხულთა 8% მიიჩნევს, რომ საქართველო არცერთ ორგანიზაციაში უნდა გაწევრიანდეს.

გამოკითხვა რამდენიმე საკითხს შეეხება, მათ შორის, საგარეო პოლიტიკას, პარტიების მხარდაჭერასა და მიმდინარე მოვლენებს. კვლევის საველე სამუშაოები 17 ნოემბრიდან 7 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, ქართულენოვან მოსახლეობაში 1881 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

"ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 69%-სთვის საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი გახდეს ნატო-ს წევრი მისაღებია. კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 21% აცხადებს, რომ ეს მიუღებელია.

კვლევის შედეგების მიხდვით, იკვეთება ტენდენცია, რომ სხვადასხვა პარტიების მხარდამჭერებს შორის ნატო-ს მიმართ მხარდაჭერა მაღალია. გამოკითხულთა 57% მიიჩნევს, რომ ნატო-ს წევრობა საქართველოს უსაფრთხოებას მოუტანს, ხოლო 45% მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.

NDI-გამოკითხვა რამდენიმე საკითხს შეეხება, მათ შორის, საგარეო პოლიტიკას, პარტიების მხარდაჭერასა და მიმდინარე მოვლენებს. კვლევის საველე სამუშაოები 17 ნოემბრიდან 7 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, ქართულენოვან მოსახლეობაში 1881 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია