მერია ტაქსისტების კვლევას იწყებს: "მძღოლებს სმოკინგის ჩაცმას და სერვისის გაუმჯობესებას მოსთხოვენ"

მერია ტაქსისტების კვლევას იწყებს: "მძღოლებს სმოკინგის ჩაცმას და სერვისის გაუმჯობესებას მოსთხოვენ"

საკრებულო თბილისის ბიუჯეტის ჩასწორებულ ვარიანტს 24 დეკემბერს განიხილავს. დეპუტატებს თურმე ერთკვირიანი ვადა სჭირდებათ იმისთვის, რომ ბიუჯეტის პროექტი სრულყოფილად გააანალიზონ და ნახონ, გაითვალისწინა თუ არა ქალაქისთავმა ის შენიშვნები, რომელიც ბიუჯეტის პირველ ვარიანტთან დაკავშირებით არსებობდა. სამაგიეროდ, არასამთავრობოებმა თბილისის ბიუჯეტი უფრო ოპერატიულად შეისწავლეს და მასში ბევრი შეუსაბამობა და უცნაურობა აღმოაჩინეს.

ლევან ხაბეიშვილი, მონიტორინგის ცენტრ "მედიატორის" დამფუძნებელი: "თბილისის ბიუჯეტის როგორც პირველი, ისე შესწორებული ვარიანტი, ნამკითხავებ ბიუჯეტს უფრო ჰგავს, ვიდრე თბილისის და თბილისელების საჭიროებებზე მორგებულს. ბიუჯეტის შესწორებულ ვარიანტში, ფაქტობრივად, არაფერი შეცვლილა. ერთადერთი, რაც დედაქალაქის მერ­იამ გაითვალისწინა, ის არის, რომ ამოიღეს მუხლი, სადაც 2 საზოგადოებრივი ტუალეტის მოსაწყობად 100 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული. რა თქმა უნდა, სულაც არა ვარ წინააღმ­დეგი, რომ თბილისში საზოგადოებრივი ტუალეტები მოეწყოს, მაგრამ ამ თანხით 50 საზოგადოებრივი ტუალეტის მოწყობა იყო შესაძლებელი.

იმაზე, რომ თბილისის ბიუჯეტი კორუფციულად მოტივირებული და არარაციონალურად გადანაწილებულია, რამდენიმე მუხლი მეტყველებს. მაგალითად, ნარმანიამ გადაწყვიტა, რომ არაფრის მომცემი და მეტად უცნაური კვლევებისთვის თბილისის ბიუჯეტიდან დაახლოებით 200 ათასი ლარი დახარჯოს. მაგალითად, 70 ათასი ლარი დაიხარჯება კვლევისთვის თბილისელების ცხოვრების დონის შესასწავლად, 70 ათასი ლარით ჩატარდება კვლევა კარგი მმართველობის შესახებ და 80 ათასი ლარი დაიხარჯება ტაქსისტების გამოსაკვლევად. მაგრამ, რას გულისხმობს ყველა ეს კვ­ლევა­ დეტალურად და რა მიზანს ემსახურება, ბიუჯეტში ამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ არის. ბიუჯეტში წერია, რომ კვლევის მიზანია, შეისწავლოს თბილისის ტაქსების სატრანსპორტო მომსახურება და კვლევის შედეგად შემუშავდება დარგის გაუმჯობესების რეკომენდაციები და ეკონომიკური ეფექტები. სავარაუდოდ, ტაქსის მძღოლებს მოსთხოვენ სმოკინგის ჩაცმასა და სერვისის გაუმჯობესებას.

დღეს ტაქსისტმა მომსახურება რომ გააუ­მჯობესოს, მინიმუმ კარგ გზაზე უნდა იაროს­ და უმჯობესია, ჯერ ამაზე იფიქრონ. აბსოლუტურად ღია და დეკლარირებული პოზიციაა, რომ მერია ტაქსების ლიცენზირებას აპირებს. გასაგებია, რომ ეს სფერო დასარეგულირებელია, მაგრამ ლიცენზიას სთხოვ ტაქსის მაშინ, როცა ორმო ვერ ამოგივსია, როცა ნახევარ წელზე მეტია, მეტეხის ხიდი გქონდა გადაკეტილი რემონტისთვის, როცა შვიდ თვეზე მეტია ბარათაშვილის ხიდს არემონტებ და ორ თვეზე მეტია გლდანის ხიდი გადაკეტილია"

წაიკითხეთ ვრცლად BPN.GE-ზე: ტაქსისტების კვლევა, ვაკელების საახალწლო ამანათი და კუბოები ცოცხლებისთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია