რის საფუძველზე მიესაჯა შალვა აბულაძეს უვადო პატიმრობა - სასამართლოს განმარტება

რის საფუძველზე მიესაჯა შალვა აბულაძეს უვადო პატიმრობა - სასამართლოს განმარტება

ახალციხის რაიონული სასამართლო პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძის განაჩენთან დაკავშირებით, განმარტებას აკეთებს.

როგორც "ამბები.გე"-ს სასამართლოში განუმარტეს, ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, შალვა აბულაძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,3531-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2015 წლის 23 იანვარს ქ.ბორჯომში გიორგი მახარაშვილზე და გიორგი ბერუაშვილზე თავდასხმის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 18 (თვრამეტი) წლის ვადით;

ასევე, შალვა აბულაძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 12 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) (2015 წლის 23 იანვრის ეპიზოდში, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა, შენახვის, ბრალდება) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

სასამართლოს განმარტებით, შალვა აბულაძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2015 წლის 12 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2015 წლის 23 იანვრის ეპიზოდში, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ტარების ბრალდება) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით და 6 თვის ვადით.

"შალვა აბულაძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353 1 მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 04 აპრილს, ვახტანგ გულიაშვილზე თავდასხმის ეპიზოდი), 19,3531-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2015 წლის 04 აპრილს, ვალერიან გრძელიშვილზე თავდასხმის ეპიზოდი) და 353 1 მუხლის მე-3 ნაწილით (2015 წლის 04 აპრილს ბექა მარგიშვილზე თავდასხმის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და 353 1 მე-3 ნაწილის საქნციის ფარგლებში დაენიშნა უვადო თავისუფლების აღკვეთა.

შალვა აბულაძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353 1-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 05 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით.

შალვა აბულაძე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 12 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის, შეძენა შენახვის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და შალვა აბულაძეს საბოლოოდ სასჯელის სახედ განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა", - განუმარტეს "ინტერპრესნიუსს" სასამართლოში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ