შალვა აბულაძის და - სიმართლე გითხრათ, უვადო პატიმრობის განაჩენი მოსალოდნელი იყო

შალვა აბულაძის და - სიმართლე გითხრათ, უვადო პატიმრობის განაჩენი მოსალოდნელი იყო

პოლიციელების მკვლელობისთვის მსჯავრდებულის შალვა აბულაძის და, სალომე აბულაძე აცხადებს, რომ მისი ძმის მიმართ უვადო პატიმრობის განაჩენი მოსალოდნელი იყო. ამის შესახებ სალომე აბულაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ძმასთან პირადი საკითხებიდან გამომდინარე კონტაქტი არ აქვს და მის მიმართ უვადო პატიმრობის შეფარდების შესახებ "ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტისგან შეიტყო.

"კონტაქტი არ მაქვს პირადი საკითხიდან გამომდინარე, რომელზეც არ ვსაუბრობ. არც პროცესზე ვყოფილვარ და არც განაჩენი ვიცი. სიმართლე გითხრათ, მოსალოდნელი იყო ასეთი განაჩენი", - განაცხადა სალომე აბულაძემ.

ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულ შალვა აბულაძეს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა. როგორც "ინტერპრესნიუსს" აბულაძის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განუცხადა, აბულაძეს თავდაპირველად ბორჯომსა და თბილისში ორი პოლიციელის მკვლელობაში ედებოდა ბრალი, თუმცა ბორჯომის ეპიზოდში ბრალდება გადაუკვალიფიცირდა და მკვლელობის მცდელობა დაედო ბრალად.

მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილის გადაწყვეტილებით, აბულაძეს უვადო პატიმრობა თბილისში, პოლიციელის ბექა მარგიშვილის მკვლელობის ბრალდებით მიესაჯა. ასევე აბულაძეს ბრალად დაედო 4 პოლიციელის მკვლელობის მცდელობა. ადვოკატი განაჩენს ვენდეტას უწოდებს.

იხილეთ ასევე: რის საფუძველზე მიესაჯა შალვა აბულაძეს უვადო პატიმრობა - სასამართლოს განმარტება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ