"მის სამყაროს" სკანდალი გრძელდება - საკუთარი ქვეყნის წარმომადგენელს კოლუმბიის პრეზიდენტი გამოესარჩლა

"მის სამყაროს" სკანდალი გრძელდება - საკუთარი ქვეყნის წარმომადგენელს კოლუმბიის პრეზიდენტი გამოესარჩლა

”მის სამყაროს” კონკურსის ირგვლივ სკანდალი ახალ მასშტაბებს იძენს. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ შოუს წამყვანმა გამარჯვებულად შეცდომით კოლუმბიელი არიადნა გუტიერესი დაასახელა. სანამ ლამაზმანი გვირგვინით პოზირებდა, წამყვანმა განაცხადა, რომ არასწორად წაიკითხა ბარათზე დაწერილი სახელი და შედეგად, კოლუმბიელი გოგონას გვირგვინმა 26 წლის ფილიპინელ პია ალონსო ვურტსბახის თავზე გადაინაცვლა.

კოლუმბიის პრეზიდენტმა ხუან მანუელ სანჩესმა თავისი ქვეყნის წამომადგენელი დაიცვა. სოციალურ ქსელში პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ გუტიერესი მისი ქვეყნისთვის სამყაროში ყველაზე ლამაზ გოგონად დარჩება.

”ადრიანა გუტიერეს, ჩვენთვის შენ რჩები მის სამყაროდ! ძალიან ვამაყობთ შენით”, - წერს კოლუმბიის პრეზიდენტი საკუთარი "ტვიტერის" გვერდზე.

მომზადებულია kp.ru-ს მიხედვით.

მსოფლიოს ახალი "მის სამყარო" ჰყავს - ვინ მოიპოვა 2021 წლის ულამაზესი ქალის ტიტული

"ვიკითხე გია ყანჩელის გარდაცვალების დრო და აღმოჩნდა, რომ ეს ზუსტად მაშინ მოხდა, როდესაც..." - რა მისტიკური ამბავი გაიხსენა ნიკოლოზ რაჭველმა

"ველით, როდის დადებთ ფოტოს, სადაც მოდელები საპირფარეშოთი სარგებლობენ" - ფოტო, რომლის გამოც Mercedes-Benz Fashion Week სკანდალში გაეხვა