პროკურატურა ადასტურებს, რომ დავით პეტრიაშვილი პატრულის შეჯახებას ემსხვერპლა

პროკურატურა ადასტურებს, რომ დავით პეტრიაშვილი პატრულის შეჯახებას ემსხვერპლა

უეფა-ს ეროვნულ ფედერაციებთან ურთიერთობის მენეჯერი, დავით პეტრიაშვილი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა.

აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაუდასტურეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა 21 დეკემბრის გამთენიისას პეკინისა და ბახტრიონის ქუჩების კვეთაზე მოხდა. პეტრიაშვილი ქვეითად გზაზე გადადიოდა, რა დროსაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი დაეჯახა. საქმეს მთავარი პროკურატურა იძიებს. ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. პროკურატურის პრესსამსახურის თქმით, გამოძიებას ამ დროისთვის არავინ დაუკავებია.

დავით პეტრიაშვილს მნიშვნელოვანი თანამდებობები ეკავა როგორც ქართულ ფეხბურთში, ისე უცხოურში. პეტრიაშვილი იკავებდა უეფა-ს და ფიფა-ს მატჩების დირექტორის თანამდებობას, იყო მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების საორგანიზაციო კომიტეტის წევრი და თბილისის "დინამოს" ყოფილი მმართველი დირექტორი.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ: დიმა ობოლაძე პირდაპირ ეთერში ატირდა - წამყვანს საუკეთესო მეგობრის გარდაცვალების გამოცხადება მოუწია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ