დავით ნარმანიას თქმით, თოვლის ბაბუა ბაღის ზეიმებზე "თვითინიციატივით დადის"

დავით ნარმანიას თქმით, თოვლის ბაბუა ბაღის ზეიმებზე "თვითინიციატივით დადის"

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, საბავშო ბაღებში აღსაზრდელებს საახალწლო საჩუქრებს 29-30 დეკემბერს დაურიგებენ. ამის შესახებ ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, რომ ზოგიერთ ბაღში თოვლის ბაბუა მივიდა, თუმცა ბავშვებს საჩუქრები არ მისცა.

"საჩუქრები რიგდება 29-30 დეკემბერს. ასე იყო გათვალისწინებული. მიმწოდებელი კომპანია შერჩეულია, არის კონტრაქტი და შესაბამისად, ყველა ბავშვი მიიღებს საჩუქარს", - განაცხადა ნარმანიამ.

რაც შეეხება თოვლის ბაბუის ზეიმებზე მისვლას, როგორც ნარმანიამ აღნიშნა, თოვლის ბაბუა არავის არ ჰყავს დაპატიჟებული. "ვიღაცა როგორც ჩანს, თვითინიციატივით დადის", - აღნიშნა ნარმანიამ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია